
“კახი კავსაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.
„ბატონი კახი კავსაძე ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა, დაახლოებით 4-5 დღის წინ. მდგომარეობა კრიტიკული იყო. სახეზე იყო მისი ძირითადი დაავადებების გართულებები. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ძილიანობა, ამ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად შეიძლება მკურნალობა დადებითად ჩაითვალოს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა, ძირითადი დაავადებების გამწვავებები ლიკვიდირებული იქნება და დაახლოებით ერთ კვირაში გაეწერება ბატონი კახი კლინიკიდან“, – აცხადებს ლევან რატიანი „ტვ პირველთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა. მისი მდგომარეობა 28 ნოემბერს დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მსახიობმა 16 დეკემბერს დატოვა.






















