
ასი წლის წინ მომხდარი ამბავი, რომელსაც ახლა წიკითხავთ, საფუძვლად დაედო ბევრ რომანსა და მხატვრულ ფილმს. სისხლის სამართლის საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო, ამერიკის ისტორიაში.
ვალბურგა ოსტერრაიხი, მეტსახელად დოლი გაიზარდა ფერმაში. 1910 წელს გათხოვდა ფრედიზე, რომელიც ქსოვილების ფაბრიკის მფლობელი გახლდათ.
ფრედის ცოტა მძიმე ხასიათი ჰქონდა, მისი მეუღლე კი ყოველთვის ღიმილიანი გახლდათ. ასე ამბობენ მათი მეზობლები. ფრედი ბევრს მუშაობდა, დოლი კი სახლის საქმით იყო დაკავებული. თითქოს არაფერი უცნაური არ ხდებოდა და ერთი შეხედვით საკმაოდ მშვიდი ოჯახი ჰქონდათ.
დოლი სახლში მოიწყენდა ხოლმე, ფრედი კი ან ძალიან დაკავებული იყო ან ძალიან მთვრალი და მეუღლეს შესაბამის ყურადღებას ვერ აქცევდა. ერთხელ, 1913 წელს, დოლის საკერავი მანქანა გაუფუჭდა. ქმარმა ფაბრიკიდან ხელოსანი გამოუგზავნა – 17 წლის ოტო სანუბერი.
როგორც ჩანს, დოლიმ წინასწარ იცოდა, რომ ქმარი სწორედ მას გაგზავნიდა, რადგან ახალგაზრდა მამაკაცს საკმაოდ მოხსნილი ხალათითა და და რუშებიანი წინდებით დახვდა.
ნახევრად შიშველი ქალის დანახვაზე ოტომ თავი ვერ შეიკავა და მათ შორის საკმაოდ ვნებიანი რომანი გაჩაღდა. საყვარლები ერთმანეთსსასტუმროში ხვდებოდნენ, მაგრამ ეს მალე მობეზრდათ და გადაწყვიტეს, რომ დოლის სახლში შეხვედროდნენ ერთმანეთს. რაღაც პერიოდის განმავლობაში ოტო მაშინ მიდიოდა საყვარელთან, როცა ქმარი სამსახურში იყო, მაგრამ რაც გარკვეული დროის შემდეგ და ცნობისმოყვარე მეზობლებმა ეჭვი აიღეს დოლის ჰკითხეს, ვინ იყო ის მამაკაცი, რომელიც ასე ხშირად მიდიოდა მასთან სახლში. დოლიმ მოიგონა ამბავი ბიძაშვილზე, რომელსაც სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა.
შემდეგ წყვილი მიხვდა, რომ დრო იყო, მოეფიქრებინათ უფრო უსაფრთხო გეგმა, რომ ქონოდათ შეხვედრის საშუალება და ამავე დროს, მათი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო. ქალმა ოტო თავისი სახლის სხვენზე დაასახლა.
ბიჭმა მიატოვა სამსახური ფაბრიკაში და დაიწყო ცხოვრება თავის ბუნაგში, რომელსაც არასოდეს ტოვებდა. თუმცა, სანთლის შუქზე წერდა ბულვარულ რომანებს და ოცნებობდა, რომ ოდესღაც ამ რომანებს გამოაქვეყნებდა. დღისით ის დოლის სიყვარულით იყო დაკავებული და ეხმარებოდა სახლის საქმეში. ასე გრძელდებოდა 5 წელი, ვიდრე ქმარმა არ უთხრა დოლის, რომ სახლში უნდა გაეყიდათ და ლოს-ანჯელესში გადასულიყვნენ.
ისტორია შესაძლოა აქ დამთავრებულიყო, მაგრამ დოლის სიყვარულის დათმობა არ უნდოდა. მან იპოვა სახლი სხვენით, ლოს-ანჟელესში. ოტო იქ წინასწარ გაგზავნა, რომ მათ ჩასვლამდე სხვენში დასახლება მოესწრო. ფრედის ღამით უცნაური ხმები ესმოდა, რომელიც სხვენიდან ჩამოდიოდა, მაგრამ ცოლი არწმუნებდა, რომ ეჩვენებოდა.

სხვენის ოთახი იყო ძალიან პატარა, მხოლოდ საწოლი იდგა და ნავთის ლამფა. ნივთებიდან კი ოტოს მხოლოდ რვეულები, საწერკალმები და რამდენიმე წიგნი ჰქონდა. ცხოვრება გრძელდებოდა და ახალგაზრდა მამაკაცი ნელ-ნელა მონად გადაიქცა. როცა ქმარი საქმეებზე მიდიოდა, ის ამზადებდა კერძებს, ჭურჭელს რეცხავდა, სახლს ალაგებდა. დოლი კი ამისთვის ხანდახან რაა რამდენიმე ცენტს უხდიდა. მათ ერთად იცხოვრეს კიდევ ოთხი წელი, 1922 წლის 22 აგვისტომდე. იმ საღამოს ცოლქმარი წაკამათდა. როცა ოტომ ხმაური და წივილ-კივილი გაიგონა, კიბეზე დაეშვა და ქუჩაში გავარდა. ხელში ორი პისტოლეტი ეჭირა. ფრედიმ იცნო მამაკაცი, რომელიც მის ფაბრიკაში მუშაობდა. ჯერ გაოცდა, შემდეგ კი ძალიან გაბრაზდა და გაეკიდა. მათ შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ოტომ სამი გასროლით მოკლა საყვარლის ქმარი. თავდაპირველად წყვილი პანიკაში ჩავარდა, მაგრამ უცებ მოიგონეს „ლეგენდა“ – ფრედის სიკვდილი ყაჩაღების თავდასხმის შედეგად გაასაღეს.

მათ მიცვალებულს შეხსნეს ბრილიანტისთვლიანი საათი, შემდეგ ოტომ ქალი ჩაკეტა კარადაში, გასაღები და იარაღი სხვენში აიტანა. მან დოლის ალიბი შეუქმნა. რაღა თქმა უნდა, ქალი ვერ შეძლებდა ქმრის მოკვლას, თუ ის ჩაკეტილი იყო. პოლიციის მოსვლის შემდეგ დოლი მათ მოუყვა, რომ სახლი გაუტეხეს და გაძარცვეს. ყაჩაღმა წაიღო ძვირფასი ნივთები, ის კარადაში ჩაკეტა და გაიქცა. ეს ვერსია არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა, მაგრამ სიმართლის დამტკიცება პოლიციამ ვერ შეძლო და მკვლელობა წლების განმავლობაში გაუხსნელი რჩებოდა. დოლი დაქვრივდა და მრავალმილიონიანი მემკვიდრეობაც მიიღო. ის გადავიდა ახალ, დიდ სახლში.
ბუნებრივია, ტონი უნდა გადაბარგებულიყო დიასახლისის საძინებელში, მაგრამ ის ისევ სხვენში დაფუძნდა, გაგრძელდა რომანების წერა, დოლის კი სხვა მამაკაცები გაუჩნდა. ჯერ მეზობელი, რომელიც ქალის სილამაზით მოიხიბლა. მას დოლი გამოუტყდა დანაშაულში და მამაკაცი იარაღის გადამალვაში დაეხმარა. მერე იყო ჰერმან შაპირო – ადვოკატი, რომელიც ფრედის მკვლელობის საქმით იყო დაკავებული.
მას შემდეგ, რაც დოლიმ მეზობელთან ურთიერთობა გაწყვიტა, ის პოლიციაში წავიდა და დაასმინა. იარაღი, რომელიც მისი შენახული იყო, რა თქმა უნდა, პოლიციამ იპოვა, დოლი კი დააპატიმრა. აღარ დარჩა არავინ, ვინც საცოდავ ოტოზე იზრუნებდა. ის ამ პერიოდში ისევ სხვენში ცხოვრობდა. დოლი ამას ძალიან განიცდიდა და ადვოკატს სთხოვა, რომ პროდუქტი ეყიდა და მის სახლში, აბაზანის ოთახში, ჭერზე მიეკაკუნებინა, რომ ოტო ძირს ჩამოსულიყო. მან კვლავ მოიგონა ამბავი ბიძაშვილზე, რაც ადვოკატმა დაიჯერა და დოლის თხოვნა შეუსრულა.
როდესაც ის ოტოს დაელაპარაკა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში გარდა საყვარელი ქალისა, ურთიერთობა არავისთან ჰქონია და არავის დალაპარაკებია, ადვოკატი უცებ მიხვდა, რომ ის დოლის ბიძაშვილი არ იყო როგორც გამოცდილმა ადვოკატმა, შაპირომ ურჩია მამაკაცს, დამალულიყო ან საერთოდ სხვა ქვეყანაში წასულიყო, რომ დოლის სიტუაცია არ გაერთულებინა. ქალი მაშინ გაამართლებს და გამოუშვეს, ოტო კი კანადაში წავიდა სხვა სახელითა და გვარით და ცოტა ხანში დაქორწინდა კიდეც.
თავად შაპირო აგრძელებდა დოლისთან ცხოვრებას და მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაუმხილა პოლიციას ის ფაქტები, რაც თავად იცოდა. დოლი კვლავ დააპატიმრეს, მსაჯულებმა გაამართლეს, რადგან დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული ჰქონდა. არც დოლის და არც ოტოს, მკვლელობისთვის პასუხი არ უგიათ. დოლიმ კიდევ დიდხანს იცოცხლა და 80 წლისა გარდაიცვალა.






















