
წამით ეჭვი არ შემპარვია და ამაზე ცხადი არაფერი იყო ჩემი აზრით, – ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას.
„ახლა გაგრძელება: ან ვერ იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს პატიმრობის აღსრულებას, ჩამოშლილია და გაიქცევა, ან იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ლიდერს იჭერს, განწირულია და უნდა გაიქცეს. მოკლედ, ბოლო ყველა შემთხვევაში გაქცევაა. მალე“,- წერს გვარამია.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.























