00:36 | 2021-02-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„გავრილოვია მათი გვარი!“ – ხელისუფლების წარმომადგენლებს გვარამიას ტელევიზიაში გვარად გავრილოვს აწერენ

„გავრილოვია მათი გვარი!“ – ხელისუფლების წარმომადგენლებს გვარამიას ტელევიზიაში გვარად გავრილოვს აწერენ

მას შემდეგ, რაც სასამართლომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, „მთავარი არხის“ ეთერში და ოფიციალურ გვერდზე ხელისუფლების, სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლების გვარები ტიტრებში გავრილოვად გადაკეთდა.

 

ლეგიონია მათი სახელი, გავრილოვია მათი გვარი“, – წერს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოცქსელში.

 

 

ამას უმრავლესობის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

 

პარლამენტიდან გასული ვიყავი, არ ვაპირებდი დღეს დაბრუნებას, თუმცა „მთავარი არხის“ ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირ ეთერში ვნახე, რომ ბატონ გია ვოლსკის ტიტრად ეწერა გიორგი გავრილოვი, ახლა არხის და პარტიის ყველა წარმომადგენელს ავუხსნი რა არის გავრილოვობა, შეიძლება ჩემზეც ასე დააწერონ და „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელზე.

 

აგიხსნით, გავრილოვობა არის, როდესაც თქვენ პარტია მხარს უჭერდა აგვისტოს ომის შემდეგ ზუსტად 2 თვეში იმ რეზოლიციას, სადაც სიტყვა სიტყვით ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი. შემდეგ ალაგეთ ცრუ ნარატივი, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების იდეა იყო ომის დაბრალება“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X