02:25 | 2021-02-18 ავტორი: Prime Time

ბურჯანაძე გავრილოვს აპროტესტებს, თუ ნიკა მელიას პატიმრობას? – ნახეთ, რას პასუხობს ჟურნალისტის ამ კითხვას თაკო ჩარკვიანი

ბურჯანაძე გავრილოვს აპროტესტებს, თუ ნიკა მელიას პატიმრობას? – ნახეთ, რას პასუხობს ჟურნალისტის ამ კითხვას თაკო ჩარკვიანი

„კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა.

 

წამყვანის კითხვაზე კი, რას აპროტესტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისული ნინო ბურჯანაძე, გავრილოვს თუ ნიკა მელიას დაკავებას, პასუხობს, რომ – „კანონდარღვევას“.

 

„თვითონ კანონდარღვევის ფორმას აპროტესტებს. მე ასე ვფიქრობ, რადგან ის აპროტესტებდა კანონდარღვევას. ცხადია ვექტორს არ გააპროტესტებს, იმიტომ რომ მისგან ჩვენ არ მოგვისმენია უარყოფა რუსეთისა და ვიცით, რომ მას პროგრამა ასეთი აქვს. რუსული ვექტორი აქვს გამოკვეთილი. როგორც ჩანს, როგორც ყველა ის აპროტესტებს კანონის არარსებობას საქართველოში. ამის უფლება ყველას აქვს, რომ სასამართლოს არარსებობა გააპროტესტოს,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.

 

პროკურატურამ პარლამენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობდა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის.

 

ავტორი: Prime Time

X