17:25 | 2021-02-18 ავტორი: ამუკა ქორიძე

მკვლევარებმა მსოფლიოში უძველესი დნმ-ის ნიმუში აღმოაჩინეს – ნაპოვნია ბეწვიანი მამონტის წინამორბედის ნეშთის ნარჩენები

მკვლევარებმა მსოფლიოში უძველესი დნმ-ის ნიმუში აღმოაჩინეს – ნაპოვნია ბეწვიანი მამონტის წინამორბედის ნეშთის ნარჩენები

მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ-ის ნიმუშები აღმოაჩინეს. ოთხშაბათს, მეცნიერებმა ახალი კვლევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ამბავს USA Today იუწყება.

 

გავრცელებული ცნობებით, დნმ, რომელიც ერთ მილიონზე მეტი წლით თარიღდება, აქამდე ცნობილი ბეწვიანი მამონტის წინამორბედის ბიოლოგიური ნიმუშია.

 

ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ დრომდე, უძველესი დნმ-ის ნიმუშები, რომელიც მსოფლიოს მეცნიერებს აღმოჩენილი ჰქონდათ, 780 000 – 560 000 წლის სიძველით თარიღდებოდა.

 

Image result for Million-year-old mammoth DNA discovered by scientists in northeast Siberia

 

აღმოჩენილი დნმ დაუჯერებლად ძველია. ვიკინგებისა და ნეარდერტალელი ადამიანების ნაშთებთან შედარებით, ისინი ათასჯერ უფრო ძველია“ – განაცხადა სტოკჰოლმის ევოლუციური გენეტიკის პროფესორმა – ლავ დალენმა.

 

წყაროს თქმით, მეცნიერებმა, აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალები, მამონტის უკანა კბილებიდან აიღეს.

 

Image result for Million-year-old mammoth DNA discovered by scientists in northeast Siberia

 

ადრეული და შუა პლეისტოცენის პერიოდის გადმონაშთები, ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დედამიწის ქერქის ზედა ფენის ისეთ გაციებულ ქანებში აღმოაჩინეს, რომლებიც მათში შემცველი ტენის გაყინვის შედეგად გამყარდნენ (მსგავს ნიადაგს მრავალწლოვანი მზრალობას, მრავალწლოვანმზრალი ქანებსა და/ან მრავალწლოვანი კრიოლითოზონას უწოდებენ).

 

ინფორმაციის მიხედვით, მამონტის კბილები ერთ მილიონზე მეტი წელი მიწაში იყო.

ავტორი: ამუკა ქორიძე

X