19:28 | 2021-02-18 ავტორი: Prime Time

დავიჯერო პოლიტიკურ სეილში მოყვა მთელი გუნდი? რატომ ბატონო გახარია – დარეჯან ლიპარტელიანი

დავიჯერო პოლიტიკურ სეილში მოყვა მთელი გუნდი? რატომ ბატონო გახარია – დარეჯან ლიპარტელიანი

ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის შეფასებას გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით დარეჯან ლიპარტელიანი ეხმიანება.

 

ლიპარტელიანი ზედელშვილს მიმართავს და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

 

„გელა შენს ნააზრევს და დაწერილს, ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ყოფილი პრემიერის გადადგომა, ჩემი აზრით, ორმა მთავარმა გარემოებამ გამოიწვია:

 

როცა სუსი კორუფციულს საქმიანობასა და მასში გარეულ ჩინოვნიკებს აკავებდა, ამით უკანონო შემოსავლების გამოაშკარავებით, თავის გავლენის სფეროებსაც აფართოვებდა, ასევე გომელაური გავლენიანი უწყების ხელმძღვანელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ებრძოდა, ამასობაში ეს ორი უწყება ძლიერდებოდა და გავლენის სფეროებს აფართოებდა, ამ ორი უწყების ეფექტური მუშაობით, ყოფილი პრემიერის ჩანაფიქრი, ფულის ადვილად შოვნის შესახებ, დღითი დღე მცირდებოდა და შესაბამისად, კორუფციული სქემების დალაგება, აწ უკვე ყოფილ პრემიერს და მის გარემოცვას აღარ გამოსდიოდათ.

 

გავრცელებული ინფორმაცით, ნიკა მელიას მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ღირსეულ პრემიერს, 1 მილიონ აშშ დოლარად შეუფასებია.

 

რატომ ბატონო გახარია, დავიჯერო, პოლიტიკურ სეილში მოყვა მთელი გუნდი და ასე იაფად და ასე ადვილად, მიჰყიდეთ ეშმაკს სული?!… განა, რა გადაგიხადეს ასეთი, თუ ეს, მართლა მართალია, რომ ეშმაკს და ნაცებს მიჰყიდეთ სული???“,- წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

ავტორი: Prime Time

X