
მსახიობი გოგოლა კალანდაძე დღეს დილით კორონავირუსის ტესტის პასუხს ელოდებოდა. და ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, მისი პოსტი გამოჩნდა – “მეგობრებო, არ დამიდასტურდა. დარჩი სახლში.”
გოგოლამ ორმხრივი ფილტვების ანთებით კლინიკას გუშინწინ მიმართა. საზოგადოებას კი თავისი მდგომარეობის შესახებ ისევ სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.
“მადლობა, მეგობრებო, ყურადღებისთვის. თქვენი მესიჯები მამშვიდებს. დღეს დამიდგინეს ორმხრივი ფილტვების ანთება, ტესტის პასუხი იქნება ხვალ დილით. ამჯერად ვიმყოფები სახლში. გავუფრთხულდეთ ერთმანეთს” – წერს მსახიობი “ფეისბუქზე”.
ორი კვირის წინ ის “პრაიმტაიმთან” ამბობდა, რომ სულ სახლშია, შვილებთან ერთად და მობეზრდა ჩაკეტილი ყოფნა.























