22:48 | 2021-02-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გახარიას სელფის „მიმბაძველი” პოლიტიკოსი

გახარიას სელფის „მიმბაძველი” პოლიტიკოსი

უკვე მეორე დღეა, რაც აწ უკვე ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელი სელფი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რომელზეც საზოგადოება საუბრობს.

 

მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, გიორგი გახარიას ფოტომ გამოხმაურებების კუთხით, რეკორდი მოხსნა – ფოტოს 193 000-ზე მეტი ემოცია აქვს.

 

 

გიორგი გახარიას „მიმდევრები” გამოუჩნდნენ, მაგალითად, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.

 

მან ექსპრემიერისგან განსხვავებით, ფოტო არა სამინისტროში თანამშრომლებთან ერთად, არამედ – გუგუტიანთკარში სუფრაზე, სუფრის წევრებთან ერთად გადაიღო, მერე გახარიას მსგავსად სოციალურ ქსელში ატვირთა და პოსტი ასე დაასათაურა: „გახარია არა ..ე . გუგუტიანთკარიდან.” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X