
ქუჩის ძაღლს ჯგუფურად სახლი მოპარეს,ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ კადრებს „ზაქარას კეთილი მანქანა“ Facebook-გვერდის მეშვეობით ავრცელებს.
„ესეც ქურდობის კვალი!.. თეთრი toyota prius (ნომერს შეგნებულად არ ვწერ) არ ვიცი სამართალ დამცველებთან რით იმართლებენ თავს, რომ ქუჩის ძაღლს ჯგუფურად მოპარეს სახლი.
ძალიან გთხოვთ, გაავრცელოთ და თქვენეული დასათაურება შეურჩიოთ ადამიანების ნამოქმედარს, რომლებიც ასეთ მდაბიო საქმეს სისტემატიურად ჩადიან და მოედოს ქვეყანას, რომ ეს ერის სირცხვილია მარაზმი და იმბეცილობა!..“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























