17:18 | 2021-02-23 ავტორი: Prime Time

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს” – მიხეილ სააკაშვილი “ქართულ ოცნებას” მიმართავს

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს” – მიხეილ სააკაშვილი “ქართულ ოცნებას” მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.

 

„მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც შეიკრიბა თბილისში კანცელარიასთან. მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით. ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ახლა არის მთავარი მობილიზაცია, მთელს საქართველოში ფრონტის გახსნა. შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა. ივანიშვილს უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ აქვს თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა.

 

ვიდეო ↓ სააკაშვილის ვიდეომიმართვა

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

 

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

 

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

 

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

 

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ავტორი: Prime Time

X