14:40 | 2020-01-22 ავტორი: Prime Time

რეკომენდაციები კორონავირუსზე მათთვის, ვინც ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გადაწყვეტს წასვლას

რეკომენდაციები კორონავირუსზე მათთვის, ვინც ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გადაწყვეტს წასვლას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩინეთში, ვუჰანში წასვლას გადაწყვეტენ, რეკომენდაციებს სთავაზობს.

 

საუბარია იმ პროვინციის დედაქალაქზე, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა და არა ზოგადად ჩინეთზე.

 

რეკომენდაციები ვუჰანში წამსვლელებისთვის ასეთია:

 

მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს;

 

მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი), ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი);

 

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის სადენზიფექციო საშუალებები;

 

ხანში შესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა, ვუჰანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას

 

თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში და გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება :

დაუყონებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს;

 

აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ;

 

მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს;

 

არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში;

 

დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით (და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს;

 

სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

 

ჩინეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის გარდა, ვირუსი უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორის აშშ-ში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში.

 

დღესვე, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საგანაგებო სხდომა გაიმართება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.

ავტორი: Prime Time

X