16:05 | 2021-02-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შეზღუდვების მოხსნის ახალი გეგმა – ნახეთ თარიღების მიხედვით

შეზღუდვების მოხსნის ახალი გეგმა – ნახეთ თარიღების მიხედვით

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

 

შეზღუდვების მოხსნის ახალი გეგმა ასე გამოიყურება:

 

25 თებრვლიდან 

 

  • ქვეყანაში სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება; 

 

  • ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;

 

1-ლი მარტიდან

 

  • ბათუმში რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა;

 

  • ამასთან 1-ლი მარტიდან კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;

 

  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;

 

  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ

 

8 მარტიდან

 

  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, განაახლებენ მუშაობას.

 

 

  •  რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა 8 მარტიდან; (ბათუმში 1-ლი მარტიდან)

 

15 მარტიდან

 

  • 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ;

 

  • განახლდება სასკოლო წრეები ;

 

  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის შეძლებენ განახლებას ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) პირველი აპრილიდან;

 

  • • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება.

 

ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა

 

ნახეთ ვიდეო: შეზღუდვების მოხსნის ახალი გეგმა

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X