19:24 | 2021-02-24 ავტორი: თამარ გონგაძე

“წინათგრძნობა მქონდა… უნდა დავურეკო-მეთქი, ვამბობდი, მაგრამ არ ვრეკავდი…” – დათო ევგენიძე ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეს იხსენებს

“წინათგრძნობა მქონდა… უნდა დავურეკო-მეთქი, ვამბობდი, მაგრამ არ ვრეკავდი…” – დათო ევგენიძე ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეს იხსენებს

2006 წლის 24 თებერვალს საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა მუსიკოსი, მწერალი, პოეტი, ირაკლი ჩარკვიანი. გარდაცვლილი შვილი პირველად გელა ჩარკვიანმა ნახა და ტელევიზიაში, “ვანოს შოუში” სტუმრად მყოფ ქეთათოს მაშინვე აუწყა ეს საშინელი ინფორმაცია.

 

ირაკლის უახლოესი მეგობარი, ასევე მუსიკოსი და პოეტი, დათო ევგენიძე ჩვენთან იხსენებს ფაქტს, თუ როგორ იგრძნო მონათესავე სულის მარადისობაში გადასვლის შესახებ.

 

დათო ევგენიძე: – მისი გარდაცვალების დღეს წინათგრძნობა მქონდა. იმ პერიოდში ოჯახთან ერთად მოსკოვში ვიყავი. სახლში მოვედი და ცოლს ვეუბნები, ირაკლის უნდა დავურეკო-მეთქი. ჩემმა ოჯახმა უკვე იცოდა ირაკლის გარდაცვალების ამბავი. მთელი დღე ვამბობდი, უნდა დავურეკო, უნდა დავურეკო-მეთქი, მაგრამ არ ვრეკავდი. ქვეცნობიერად ბევრჯერ გადავდე, ვგრძნობდი… და ბოლოს რომ ავიღე ტელეფონი, დედაჩემმა მითხრა, არ დაურეკო, რეანიმაციაში არისო. ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგები იყო.

ავტორი: თამარ გონგაძე

X