
„დრო იტყვის ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა, თქვენ იზამთ ყელაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ, რომ ვქნა! და ჩემგან დარჩენილ, დაფლეთილ ათას ტომს, ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს, ჩვენ მოვიგებთ ომს!….“ – ირაკლი ჩარკვიანი.
დღეს, ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსის მამა ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი და მწერალი გელა ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„15 წელი ირაკლის გარდაცვალებიდან. ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება.

სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“ – გელა ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩარკვიანის პირველი სოლო-ჩანაწერი იყო სიმღერა – „War is Over”. მისი პირველი სოლო-ალბომი „Svan Songs” ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს გერმანიაში.
1997 წელს გამოვიდა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ”. 1999 წელს კი დაიწერა „მეფეს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა „საქართველო”.
2004 წელს გამოქვეყნდა ალბომი „სავსე”, რომელიც დაემთხვა ჩარკვიანის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ”, „აქ ხარ” და „ნანასი”.

ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ჩარკვიანის შემოქმედებითი აქტიურობით – შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად – „მეფე” აირჩია.
2006 წლის 24 თებერვალს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.






















