
“ბევრი ადამიანი ამ კლიპში თავის სასიყვარულის ისტორიას ამოიცნობს…” – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი და თავის ბოლო მუსიკალურ კლიპს წარმოგვიდგენს.
ნოდიკო ტატიშვილი ცირა ბზიშვილის სიმღერას ასრულებს, რომელზეც კლიპი რეჟისორმა, ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ვიდეორგოლის გადასაღებ ლოკაციებად ტატიშვილმა საკუთარი ბინა აირჩია.
ნესტან სინჯიკაშვილი: – “გემშვიდობები” რომ მოვისმინე, ისეთი ემოცია წამოიღო, მაშინვე კლიპის გადაღება გადავწყვიტე.
კლიპში მომღერალს პარტნიორობას მსახიობი ანა ჯავახიშვილი უწევს. როგორც მსახიობი ამბობს, მუსიკალურ კლიპში ეს მისი პირველი გამოჩენაა.
“ეს ჩემი და ნოდიკოს პირველი თანამშრომლობაა. ვფიქრობ, ძალიან ემოციური და საინტერესო კლიპია” – ამბობს ანა.






















