09:27 | 2021-02-25 ავტორი: Prime Time

ყველა ინფორმაცია რაც დღეს უნდა იცოდეთ – 25 თებერვლის მთავარი ამბები

ყველა ინფორმაცია რაც დღეს უნდა იცოდეთ – 25 თებერვლის მთავარი ამბები

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ახლა უკვე სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება განიხილავს თუ არა ნიკა მელიას ადვოკატების სარჩელს და შესაბამისად ,ექნება თუ არა ამ საქმეს სამართლებრივი გამოსავალი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდება ცნობილი.

 

დღეს ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა.

 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისს გამოაცხადა. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

 

დღეიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროებიც გაიხსნა, საბაგიროები კი 8 მარტიდან გაიხსნება.

ზამთრის კურორტების სეზონის დახურვამდე ერთი თვეა დარჩენილი, მაგრამ ვიდრე დრო ჯერ კიდევ არის, სასტუმროებში დამსვენებლების მისაღებად ემზადებიან.

 

დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, რეგულაციების შემსუბუქება შეეხო შაბათ-კვირის შეზღუდვასაც და მუნიციპალური ტრანსპორტი მიმდინარე კვირიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს.

 

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანოში დღეს განიხილავენ.

ავტორი: Prime Time

X