22:27 | 2021-02-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დაგვიანებული ვაქცინა – არის თუ არა ეს საქართველოსთვის კარგი

დაგვიანებული ვაქცინა – არის თუ არა ეს საქართველოსთვის კარგი

მას შემდეგ, რაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადა, რომ საქართველოში ვაქცინაციის შემოტანა კიდევ 2-3 კვირით გადაიწევს, ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

 

რამდენიმე კვირით ადრე კი უკვე ცნობილი იყო რამდენი დოზა ვაქცინა სემოვიდოდა და მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აეცრათ.

 

ვაქცინაციის დასახული მიზნის მისაღწევად, იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით 2021 წელს ქვეყანას დაახლოებით 3,979,300 დოზა ვაქცინა დასჭირდება.

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ქვეყნის მოსახლეობის 60%, 18 წელს ზევით მოქალაქეები უნდა აიცრან.

 

ვაქცინააციის გარეშე რეგულაციების შემსუბუქემა საზოგადოების ნაწილი შეაშინა, ხომ არ იქნება ეს პანდემიის მესამე ტალღა და მთავარი კითხვა, შემოვა საქართველოში ვაქცინა?

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თავისი განცხადება, ვაქცინის შემოტანის გადავადების თაობაზე პრაიმტაიმნიუსთან განმარტა.

 

„2-3 კვირით კი არ დაიგვიანა, საუბარი იყო თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისზე. თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისს შორის სულ 1 კვირაა. უცხოურ მომწოდებლებზე ვართ დამოკიდებულები, კონტრაქტები გაფორმებულია, შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ რაღაც ბიუროკრატიის გამო 1 კვირით თუ გვიანდება ჩამოტანა, ეს ყველა პროცესში და ყველგან ხდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 1 კვირაზე მეტს არ დაიგვიანებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ თემაზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ვაქცინის დაგვიანებით შემოტანასაც თავისი პოზიტიური მხარე აქვს.

 

 

კორონავირუსის სოციალური თუ სამედიცინო დასასრული – როგორ დამთავრდება პანდემია
2021-02-25კორონავირუსის სოციალური თუ სამედიცინო დასასრული – როგორ დამთავრდება პანდემია

 

„როგორც ყველაფერ ცუდს, თავისი კარგი მხარე აქვს, ასეა ამ შემთხვევაშიც, დაგვიანებასაც თავისი პოზიტიური მნიშვნელობა აქვს. ეს ვაქცინები ფორსმაჟორშია შექმნილი და რაც მეტი დრო გავა, მეტი ინფორმაცია იქნება ვაქცინაზე. თუმცა, ახლა ვაქცინები, რომელსაც ჯანმოს ავტორიზაცია აქვს, ისინი მაღალი სანდოობისაა,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

განსხვავებული მოსზრება აქვს ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძეს.

 

 

მისი თქმით, 200 მილიონზე მეტი ადამიანია მსოფლიოში აცრილი და ჯერჯერობით, სერიოზული უკუჩვენება არ გამოვლენილა. მისივე განცხადებით, მთავარია, მასობრივი ვაქცინაცია არ დაგვიანდეს ქვეყანაში, ეს კი ნამდვილად ცუდად აისახება საერთო სურათზე.

 

 

ნაწილისთვის შეიძლება რაღაც არგუმენტი იყოს, 200 მილიონმა ადამიანმა უკვე აიცრა და ამას არავითარი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ ჰქონია. თუმცა, საზოგადოების 41% მაინც არ ყოყმანობს, ან კატეგორიულად არის განწყობილი, რომ ვაქცინა არ გაიკეთებს. ბოლოს, საზოგადოებრივი აზრის კვლევით ასე იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

 

ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, მოვამზადოთ, მათ შორის საკომუნიკაციო კამპანიითაც. ალბათ ვაქცინას უკვე 400 მილიონი ადამიანი გაიკეთებს, როცა ჩვენთან მასობრივად დაიწყება – ეს იქნება მაისი, ივნისი. 

 

 

თუ მასობრივი ვაქცვინაციისთვის განსაზღვრული ვაქცინა დაიგვიანებს, ეს იქნება ძალიან ცუდი. რისკ-ჯგუფის კუთხით, ​ფაიზერის ვაქცინაცია 29 00 მარტის ან თებერვლის შუაში შემოვა თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, სასურველია რაც შეიძლება ადრე, მაგრამ ამას მოქალაქეებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

 

 

ექიმები, პერსონალი რომ გაიკეთებს, ეს იქნება მაგალითი სხვა ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ფორსმაჟორულ ვითარებაში შეიქმნა, არცერთი კლინიკური სტადია არ გამოუტოვებია. 

 

 

ღიზიანდება მოსახლეობა ამას როცა ვამბობ - ამირან გამყრელიძის მიმართვა საზოგადეობას
2021-02-25ღიზიანდება მოსახლეობა ამას როცა ვამბობ - ამირან გამყრელიძის მიმართვა საზოგადეობას

 

ფაქტია, რომ 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინა და ვინც აიცრა, მას ან საერთოდ არ ემართება კოვიდი, ან თუ ემართებათ ძალიან იოლ ფორმაში, რაც ყველაზე მთავარია, ინფიცირების შედეგად სიკვდილობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

 

ალბანეთმა 10 ვაქცინა იანვარში შეიტანა და ჩაითვალა, რომ მან ვაქცინაცია დაიწყო. სულ ჰქონდა 1 000 ვაქცინა შემოტანილი, ისიც გარკვეული პრიორიტეტებით. მას შემდეგ ვაქცინაცია არ შეუტანიათ.

 

 

მთავარი სიმბოლურად შეტანა კი არ არის და პოლიტიკური ქულების დაწერა, რომ დავიწყე. მთავარია, მოქალაქეებს გაუკეთო ვაქცინა, მიიტანო იმ ადამიანებამდე, ვინც გვინდა, რომ სიკვდილისგან დავიცვათ.

 

 

ჩემი თხოვნაა, მოსახლეობას ნუ აგიჟებთ. მთავარია, მაისში და ივნისში დაიწყოს მასობრივი ვაქცინაცია. მანამდე, ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია პასუხისმგებლიანი პირებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან, ისინი საჯაროდ უნდა აიცრან“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს ამშვიდებს და ამბობს, რომ კვირის ბოლოს გადაწყდება ვაქცინის შემოტანის თარიღი.

 

დაავადაბათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კი აცხადებს, რომ ვაქცინის დაგვიანებით შემოტანა ნაწილობრივ იმის ბრალიც არის, რომ საქართველო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში აღარ გადის.

 

სანამ ვაქცინა საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, ჩვენ მკითხველს შევახსენებთ, სად და როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ აცრისთვის?

 

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, უნდა ამოქმედდეს აცრაზე ჩაწერა-რეგისტრაციის ონლაინ მოდელი.

 

გეგმის თანახმად, აცრების რეგისტრაცია და ანგარიშგება მოხდება უკვე არსებული იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის საშუალებით. ამ სისტემას დაემატება მე-2 დოზაზე შემახსენებელი შეტყობინებების და მოსასვლელი კონტიგენტის მონიტორინგის ფუნქცია.

 

ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, იგულისხმება პორტალი www.immunization.moh.gov.ge ან www.portal.ncdc.ge. სავარაუდოდ, ამ საიტებზე დარეგისტრირების შემდეგ მოგეცემათ საშუალება, ჩაეწეროთ ვაქცინაციის რიგში.

 

რომელ დაწესებულებას უნდა მიმართოთ აცრისთვის? – დეტალები ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X