
ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ნებისმიერ ძალადობას ვგმობ სასტიკად,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ნებისმიერ ძალადობას ვგმობ სასტიკად. ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ მოძებნიან ვინც ეს გააკეთა და ძალიან მკაცრად დაისჯება.
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამაში ხელისუფლებას რაიმე ფორმის ჩარევა ქონდეს. ისეთი გავბრაზდი ახლა, ვერც კი წარმოგიდგენიათ. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია ჩემთვის, ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ იქნება გამოძიებული”, – აცხადებს ზავრადაშვილი.
„ფორმულას“ ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ.






















