16:20 | 2021-02-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ცნობილია, ვინ არიან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები

ცნობილია, ვინ არიან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები

ცნობილია, ვინ არიან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები – გიორგი სახელაშვილი, სულიკო საყვარელიძე, ვაჟა გიგაური.

 

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ.

 

შემთხვევა 24 თებერვალს გვიან ღამით თებერვალს მოხდა. ვახო სანაიას განცხადებით, მას დაზიანება აქვს როგორც თავზე, ასევე ხელებზე, ფეხზე, აქვს ძლიერი თავის ტკივილი. მისივე თქმით, დაზიანება მიიღო მისმა რძალმაც.

 

ვიდეო ↓ შსს დაკავების კადრებს ავრცელებს

 

 

 

შსს-ს ცნობით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.

 

გამოძიების ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის – 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი ცოლის ნათესავის, 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ვახო სანაიას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა - რას ჰყვება ჟურნალისტი
2021-02-25ვახო სანაიას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა - რას ჰყვება ჟურნალისტი
ავტორი: სალომე ნეფარიძე

X