12:22 | 2021-02-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„თამუნა, შენი წითელი მანქანით რატომ არ ხარო?“ – ვინ აღმოჩნდა და როგორ იცნო ვახო სანაიას მეუღლემ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი

„თამუნა, შენი წითელი მანქანით რატომ არ ხარო?“ – ვინ აღმოჩნდა და როგორ იცნო ვახო სანაიას მეუღლემ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი

ვახო სანაიას მეუღლე, თამუნა ყურაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

 

მისი თქმით, როდესაც თავდამსხმელებმა ვახო სანაია იცნეს, აგრესია სწორედ ამას მოჰყვა.

 

„გადავწყვიტეთ, რომ სამაშველო ბრიგადისთვის 112-ში დაგვერეკა, მძღოლმა დარეკა 112-ში და ძალიან მალე მოვიდა სამაშველო ბრიგადა. მათაც რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, რომ ესე უკან მოწოლით რამენაირად ამოეყვანათ მანქანა პირველ აღმართზე.

 

რა თქმა უნდა ვახოც ეხმარებოდა მათ. ამ დროს შემოგარენში შევნიშნეთ სამი ადამიანი, შემდეგ მოგვიახლოვდნენ. მეც ჩამოვედი მანქანიდან, მეცნო ერთი ბიჭი და მითხრა თამუნა შენი წითელი მანქანით, რატომ არ ხარ. თავიდან პირბადეში და ქუდში ვერ მივხვდი ვინ იყო, შემდეგ ვიცანი, რომ ჩემი მეზობელი იყო.

 

 

რომ გადაწყდა, რომ მოწოლით ეს ამბავი არ მოგვარდებოდა, გადავწყვიტეთ მანქანის მობრუნება, პირველი აღმართი ამოვიარეთ ჩვეულებრივად…“, – ამბობს თამუნა ყურაშვილი

 

ვიდეო ინტერვიუ იხილეთ სრულად↓

 

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.
ავტორი: სალომე ნეფარიძე

X