
სათამაშო, რომელიც გაყიდვაში პირველად 70 წლის წინ ჩაეშვა, „თანამედროვე მყიდველისთვის“ სახელს იცვლის. „მისტერ კარტოფილისთავიანი“ ახლა მხოლოდ „კარტოფილისთავიანად“ იქცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
სათამაშოების ამერიკული მწარმოებელი კომპანია – Hasbro-მ, აღნიშნულის შესახებ განცხადება მიმდინარე კვირის ხუთშაბათს გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, კომპანიის მხრიდან გადადგმული მსგავსი ნაბიჯი სქესთა თანასწორობის ხელშესაწყობად გადაიდგა.
სახელთან ერთად, სათამაშოც განახლდა. Hasbro-ს ინფორმაციით, 2021 წლის შემოდგომისთვის, „კარტოფილისთავიანს“ სხვადასხვა ასაწყობი სათამაშო სხეულის ნაწილებიც თან მოჰყვება, იმისათვის, რომ ბავშვებმა თავად შექმნან „კარტოფილთავიანის“ თავიანთი ვერსიები.
მიუხედავად ამისა, როგორც სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, „მისტერ და მისის კარტოფილთავიანები“ გაყიდვაში ამ დრომდე რჩება. ამის შესახებ უფრო მეტი ინფორმაია ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.






















