14:08 | 2021-03-01 ავტორი: Prime Time

რა ღირს და რით არის გამორჩეული საათი, რომლის შეძენის სიხარულს მიხეილ სააკაშვილი ვერ მალავს

რა ღირს და რით არის გამორჩეული საათი, რომლის შეძენის სიხარულს მიხეილ სააკაშვილი ვერ მალავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ზვიად ციკოლიას საათის ფოტოს, შემდეგი წარწერით აქვეყნებს:

 

„უმაგრესი საათით შევუდექი გამარჯვების გაზაფხულის ათვლას“.

 

„2 დღე არ ჭამდა, ეს იყო სტრესის გამოვლინება“ - ვახო სანაიას მეუღლე შვილზე
2021-02-28„2 დღე არ ჭამდა, ეს იყო სტრესის გამოვლინება“ - ვახო სანაიას მეუღლე შვილზე

 

როგორც „ციკოლიას“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ აღნიშნული საათი 3800 ლარი ღირს. „ციკოლიას დიზაინით შექმნილი ეს საათი ინსპირირებულია სარბოლო ავტომანქანებით და მისი თითოეული დეტალი, იქნება ეს ბუდე, გუმბათოვანი შუშა, ციფერბლატი თუ საქოქი, ასახავს სარბოლო ავტომანქანების ფორმებსა და სულს,“ – ვკითხულობთ საათის აღწერაში.

 

ვიდეო ↓ როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის ახალი საათი

 

ავტორი: Prime Time

X