
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტკურ მხარეებს შეთანხმებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.
„მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. ვიმეორებ – პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა.
ეს პროცესი რამოდენიმე საკითხს მოაგვარებს. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად ასპექტს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სასამართლოსადმი ნდობა და ნდობის შეგრძნება. ეს მნიშვნელოვანია ასპექტია და ყველას გვესმის, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იყოს მოგვარებული.
ასევე მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება ლიდერული პოზიცია და ყველა მხარის ჩართულობა, კომპრომისებზე წასვლა“, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონეფრენციაზე.
თავის მხრიც, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დაუდასტურა მზაობა ოპოზიციასთან შეხვედრის და პოლიტკური კრიზისის დეესკალაციის მიმართულებით.
ვიდეო: შარლ მიშელი მთავრობისა და ოპოზიციის შეხვედრაზე






















