01:12 | 2021-03-02 ავტორი: რუსა ღვანიძე

„რატომ გაურთულდათ კოვიდი ადამიანებს!“- ნახეთ ცნობილი ექიმის სასარგებლო რჩევები

„რატომ გაურთულდათ კოვიდი ადამიანებს!“- ნახეთ ცნობილი ექიმის სასარგებლო რჩევები

ცნობილი ექიმი მარინა ტოტოჩავა, სოციალურ ქსელში „კოვიდ 19“-ის შესახებ, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას კორონავირუსის დასრულების შემდგომი ეტაპის შესახებ, საუკეთესო რჩევებს თავაზობს:

 

რატომ გაურთულდათ კოვიდი ადამიანებს!

 

თუ არ ვიაზროვნეთ, თუ სულ ასეთ გონებრივ სიბნელეში ვიქნებით, ვერასდროს სრულყოფილად ვერ დავეხმარებით ადამიანებს, ასე სტიქიურად ვიმოქმედებთ და ვერ შევაჩერებთ ნაადრევ სიკვდილიანობას. როგორც კი შემოვიდა კოვიდი ჩვენს სინამდვილეში, მაშინვე აღვვიშნე, რომ უხეში გამოთქმაა, მაგრამ ეს დარვინის სახეობათა გამოხშირვას და გადარჩენას მაგონებსო.

 

ანუ გადაიტანენ ადვილად, უფრო მეტი იმუნიტეტის მქონეები. მაგრამ ვიცით, როგორ შევაფასოდ რეალურად იმუნიტეტი ? დაყოფილი გვყავს ადამიანები, იმუნიტეტის ხარისხის მიხედვით? ვეხმარებით, დაბალი სიმწიფის იმუნტეტის ადამიანებს? ვაცხადებთ განგაშს, რომ დაბალი იმუნიტეტის ადამიანები, უდიდესი რისკის ჯგუფია, ნებისმიერი ინფექციის დროს?

 

ძალიან სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში მკურნალობა და ზედამხედველობა ტრაფარევტულად, პრაგმატულად ხდება. არც იმუნიტეტია შეფასებული და არც დაავადებაა სწორად მართული. ვიღაც ამბიციის ამაღლებას და ახალ სამეცნიერო ნაშრომს ესწრაფვის, ადამიანებს იბარებენ და ამადლიან, თითქოს, უფასოდ უნდა დააკვირდნენ, რა გართულება მისცა კოვიდმა.

 

ეს სტატისტიკური პრიმიტიულობა, რას ემსახურება, რას აძლევ ამით ადამიანებს, საძიებელი რა არის? არც არაფერი, რადგან თუნდაც მცირე აზროვნებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ კოვიდი რთულდება, მხოლოდ იმით, რაც ძალიან გაწუხებდა, მაგრამ აქამდე ვერ შეამჩნიეს. სახეობათა გადარჩევას რატომ შევადარე?

 

იმიტომ, რომ ეს მიძინებული და ვერდანახული პრობლემები გაურთულდა იმათ, ვისაც ძალიან დაბალი იმუნიტეტი ჰქონდათ. კოვიდმა გარეთ გამოიტანა ის, რისი დანახვაც აქამდე ვერ მოხდა. როგორ ხდება ჩვენში, ხშირ შემთხვევაში დაავადებების რეალურად ვერ დანახვა და მკურნალობა, რომელიც უროთ ზეწოლას ჰგავს.

 

მაგალითად, დიაბეტის დროს, მცირედ მომატებულ შაქარზე ზეწოლაა გასაქრობად. იმის მაგივრად, რომ პანკრეასის და ლიპიდური ცვლის სტატუსი შეფასდეს და ბრძოლა გაჩაღდეს, მათი დარღვევის შედეგად, რეაქციებიდან გამოთავისუფლებული, უკიდურესად ტოქსიკური ნივთიერებების ორგანიზმზე ზეწოლის შესანელებლად.

 

გამოძვერით და დამთავრდა ყველაფერი? არა. ამის შემდეგ სხვა ეტაპებია - მარინა ტოტოჩავა კორონავირუსის შემდგომ ეტაპებზე
2020-11-18გამოძვერით და დამთავრდა ყველაფერი? არა. ამის შემდეგ სხვა ეტაპებია - მარინა ტოტოჩავა კორონავირუსის შემდგომ ეტაპებზე

 

კომპენსაციის მიზნით გამოთავისუფლებული, მცირე გლუკოზის გასაქრობად, წამლით ომია გაჩაღებული. დიაბეტი პანკრეასის ლანგერჰანსის უჯრედების და ლიპიდური ცვლის უკიდურესი გადაგვარების შედეგია. მარტო შაქრის დაწევაზე მცდელობა არ არის სწორი სტრატეგია. არ უნდა გვიკვირდეს მკურნალობის ასეთი სტრატეგიის დროს, ადამიანს კოვიდის დროს დიაბეტი რომ გაურთულდება და ადამიანი სიცოცხლის საშიშროების წინაშე დადგება.

 

მეც მყავდა სკეპტიკური პაციენტები, რომლებსაც, როცა ისინი შევისწავლე გადაჭრით ვუთხარი, რომ უკიდურესად აწუხებდათ ღვიძლი. რამდენიმემ აღნიშნა, რომ არ დამეთახმებოდა, რადგან მათ ევროპაში გამოიკვლიეს ყველაფერი და ამ მხრივ არაფერი ოდნავ გადახრილი არ დაფიქსირებულაო.

 

ახლა მაგიდაზე მიდევს 16 დეტალურად განხილული, ზუსტად ასეთი შემთხვევა. კოვიდის გადატანის შემდეგ, ახლა ღვიძლის მწვავე ანთებით მკურნალობენ ის ადამიანები, რომლებსაც კოვიდამდე მტკიცედ სწამდათ, რომ ღვიძლი უნიკალურად ჯანმრთელი ჰქონდათ.

 

ასე რომ, ადამიანებს დაბარება და ვითომ უფასო დაკვირვება არ სჭირდებათ. ცხადზე უცხადესია, რომ კოვიდი იმით რთულდება, რაც ამ ადამიანს დაზიანებული ჰქონდა, მაგრამ მოუვლელი და ვერდანახული. კოვიდი უბრალოდ გადაიტანეს ახალშობილებმაც და 100 წელს მიღწეულმა ადამიანებმა, რადგან მათ ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდათ და შედარებით სრულფასოვანი იმუნიტეტი.

 

ეს ყველაფერი, ერთხელ კიდევ იმ პრობლემას კვეთს, რომ პროფილაქტიკური ზედამხედველობა სუსტი გვაქვს. დაავადებებმა მუტაციები განიცადეს. ბევრი დაავადება, ბევრი ორგანო არ ყვირის, მაგრამ  მედიცინის ამოცანაა გაიგოს, რეალურად რა აწუხებს ადამიანს და გაზარდოს მისი სიცოცხლისუნარიანობა. ხშირად დაავადების არსწორი მკურნალობა იმიტომ ხდება, რომ ეს დაავადება იზოლირებული კი არ არის, არამედ რაიმე გლობალური დაავადების ერთი სინდრომია.

 

ყველაზე მეტად რაც აზიანებს ადამიანებს და შესამჩნევად არ ყვირის ჩვენში, ეს არის ფილტვები, ღვიძლი და ლიპიდური ცვლა. რეალურად რომ დავახასიათოთ ადამიანთა ფილტვის და ღვიძლის მდგომარეობები ნამდვილად შეშფოთდებით. ეს ყველაფერი, მათ რენტგენებზეა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორი დასკვნების გამოტანა არ ხდება.

 

ყველაფერი დადებითად ფასდება, რადგან კიბო არ არისო. ეშმაკი კი დეტალებშია – ეს დეტალები უსწრაფებენ ადამიანებს სიცოცხლეს თანდათან. კოვიდის დროს კი, სწორედ ეს დეტალები გამოუშლიან ფეხს ადამიანებს და ამტვრევენ. თუმცა, ეს ყველაფერი, საკმაო გამოხატულებებს იძლევა, გარკვეული ჩივილების სახით, მაგრამ არ ხდება მასზე ყურადღების კონცენტრირება და სწორი და დროული რეაგირება.

 

კარგ ექიმენს ბევრჯერ გაუფიქრიათ, როცა ადამიანის 30 წლის წინანდელი რენტგენის პასუხი უნახავთ – აქამდე როგორ მოვიდა ეს ფილტვი, სიმსვნე, მხოლოდ ახლა რომ დაემართაო. მაგალითად, დიაბეტის მკურნალობას და აწეულ შაქარზე ზეწოლას რა აზრი აქვს, თუ ლიპიდური ცვლის აღდგენა და პანკრეასის უჯრედების გამოცოცხლება არ მოხდა.

 

კრესტორია ქოლესტერინის წამალი? ის ხომ მარტო ანალიზში მიმალავს ქოლესტერინს. ქოლესტერინის წამალი ლიპიდური ცვლის აღდგენისთვის ბრძოლაა, რადგან სწორედ მისი გაუმჯობესების დროს მოხდება, უჯრედის ინსულინისადმი რეზისტენტობის შესუსტება. რეზისტენტობა არის, უეცარი სიკვდილის, ინფარქტის, ინსულტის, ანევრიზმის მიზეზი.

 

რეალობა ერთია – ადამიანთა უმრავლესობა დადის დაზიანებული ფილტვით და ღვიძლით. აღარ ვამბობ სხვა ორგანოებზე. გაოცებული ადამიანები უცებ დიალიზზე ხვდებიან. ეს კი უცებ არ ხდება. ეს არის თირკმლის ქრონიკული, დიდხანს მიმდინარე უკმარისობების შედეგი.

 

ყველაზე საუკეთესო თავის დაცვა კოვიდისგან და მასზე უარესებისგან არის – ადამიანთა სწორი პროფილაქტიკური მეთვალყურეობა, იმუნიტეტის ამაღლება, დაავადებული ორგანოების გაჯანსაღება, სწორი და ღირებული კვება. რაც მთავარია ადგილზე მომუშავე პროფესიონალები. რა არის საძიებელი რით გაურთულდაო.

 

გაურთულდათ იმით, რაც აწუხებდათ და ძალიან ხშირ შემთხვევაში არ ჰქონდათ დაფიქსირებული, ან იყო არასრულყოფილად ნამკურნალები. ბევრი რამ და მათ შორის აწეული შაქარი, ყოველთვის იმის სიგნალია, რომ დანგრეული ლიპიდური ცვლა გავაჯანსაღოდ, მაგრამ ხშირად, მხოლოდ, მანიშნებელი სიგნალის ჩახშობას ახდენენ რეალური დახმარების მაგივრად.

 

კოვიდი, მხოლოდ იმით რთულდება, რაც ადრე გქონდა და არ იყო დანახული და მოვლილი. კოვიდის დროს, მხოლოდ იმათ ემართებათ – მულტიფუნქციური, კაპილარული, ინტესტიციური ფილტვების ანთება, ვინც რაღაც დონეზე დაზიანებული, პრობლემური ფილტვით დადიოდა.

 

იმის მიხედვით რთულდება ეს ფილტვების ანთება, ვის როგორი მოვლილი ჰქონდა ფილტვი. ადამიანების უმრავლესობა, ჩვენს სინამდვილეში, უკიდურესად დაზიანებული ფილტვებით დადიან. თუ გენეტიკურ ონკომარკერში არ ზიხარ, ეს მოუვლელი ფილტვი რაღაც გარკვეულ დროს კი გაცოცხლებს, მაგრამ კოვიდის გამოცდის დროს არ გაპატიებს და გაგირთულდება.

 

მთელი ფილტვი რომ ობსტრუქციული იყოს კოვიდამდე, ერთი სეგმენტიც თუ ჯანსაღად გამავალია, ადამიანი თავაწეულად მოღვაწეობს და დადის. რადგან, არსებული იმუნიტეტი, ამის კომპენსაციას თავის თავზე იღებს.

 

მაგრამ კოვიდი იმუნიტეტის გამოცდაა და ის მცირედ გრეხულ ფილტვსაც არ გაპატიებს. მით უმეტეს, არ გაპატიებს უმკურნალოდ მიგდებულ ღვიძლს, რომელიც იმუნიტეტის შესაქმნელი საამქროა.

 

დიაბეტი, არც კოვიდის დროს გახდება სიკვდილის მიზეზი და არც უფრო მეტად ძლიერი ვირუსის დროს, თუ ღვიძლი ისეა დანახული, როგორც უნდა ენახათ და მიეხედათ,“ – წერს ტოტოჩავა.

ავტორი: რუსა ღვანიძე

X