14:23 | 2021-03-02 ავტორი: თამარ გონგაძე

უბრუნდებიან თუ არა ლუნა და თენგო “ჩემი ცოლის დაქალებს”

უბრუნდებიან თუ არა ლუნა და თენგო “ჩემი ცოლის დაქალებს”

როგორც იცით, უკვე ორი თვეა “კომედი ჯგუფი” “რუსთავი 2”-დან “ფორმულაზე” გადავიდა. ამ ეტაპისთვის, ჯგუფი ახალ ტელეკომპანიაზე ადაპტაციის პარალელურად, ახალი შოუების სცენარებს ამუშავებს.

 

გაჩნდა კითხვა, დაუბრუნდებიან თუ არა “ჩცდ”-ს ქეთი ხუციშვილი და შოთა ნოზაძე, ანუ ლუნა და თენგო, რომლებიც სერიალიდან წამოსვლის შემდეგ “კომედი ჯგუფის” მსახიობები გახდნენ.

 

როგორც ქეთიმ გვითხრა, ჯერჯერობით, მას სერიალის გადამღები ჯგუფი არ დაკავშირებია და “ჩცდ”-ში ლუნას დაბრუნება არავის შეუთავაზებია.

 

ქეთი ხუციშვილი: – აქტუალური კითხვაა, დავბრუნდები თუ არა სერიალში. არ მაქვს პასუხი, რადგან ჯერჯერობით არავინ დამკავშირვებია. ვიცი, რომ შოთა ნოზაძეს, ანუ თენგოს, “ჩემ ძმას”, უკვე გადაღებაც ჰქონდა.

 

რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ ისევ დავბრუნდე სერიალში. რატომ ვიტყვი უარს?

 

– მაშინ თქვენი პასუხი იყო, რომ ლუნას ეტაპი დასრულდა და ახალი გამოწვევებისთვის ემზადებოდით.

 

–  სხვადასხვა არხზე აღმოვჩნდით. მე “რუსთავი 2”-ზე დავრჩი. სერიალი და “კომედი ჯგუფის” სკეტჩები სხვადასხვა სფეროა. ბუნებრივია, მომენატრა ჩემი გმირი, რომელზეც ხუთი წელი ვიმუშავე. ოჯახივით მყავს “ფორმულა კრეატივი”. ამ სერიალით დაიწყო ჩემი აღმავლობა. ხშირად მენატრება.

 

უკვე ორი თვეა, რაც “კომედი ჯგუფთან” ერთად “ფორმულას” თანამშრომელი გავხდი. ახალ პავილიონშიც ვართ და ვემზადებით სიახლეებისთვის.

ავტორი: თამარ გონგაძე

X