13:43 | 2021-03-02 ავტორი: Prime Time

ვრცელდება ირაკლი ღარიბაშვილის და ილია II-ს შეხვედრის ამსახველი ვიდეო

ვრცელდება ირაკლი ღარიბაშვილის და ილია II-ს შეხვედრის ამსახველი ვიდეო

ცოტა ხნის წინ საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ვიდეოს აქვეყნებს.

 

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრისას პრემიერმა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მხარდაჭერაზე ისაუბრა, ასევე იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც აქტიურად მიმდიმარეობს ეკლესიის წინააღმდეგ.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პანდემიას, მისგან გამოწვეულ პრობლემებსა და ეკონომიკაში პანდემიის შედეგების გადალახვის გეგმებას.

 

„ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია ჩვენს პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ.

 

მოგეხსენებათ, დღევანდელი დრო გამოწვევებით აღსავსეა. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ; არანახული ცილისწამების კასკადი ვიხილეთ, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი და მტრულია, არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკლესიის ინეტერსებს.

 

მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, რაც შემეძლება, სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას და კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“, – ბრძანა შეხვედრის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა.

 

იხილეთ ვიდეო ⇓

 

 

ავტორი: Prime Time

X