18:48 | 2021-03-02 ავტორი: Prime Time

„მიშელმაც ვერ გვიშველა“ – ექსპერტები ოპოზიციისა და ხელისუფლების განცხადებებს და ქმედებებს აფასებენ

„მიშელმაც ვერ გვიშველა“ – ექსპერტები ოპოზიციისა და ხელისუფლების განცხადებებს და ქმედებებს აფასებენ

“შარლ მიშელმაც ვერ გვიშველა”, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პირველ მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოდერაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას.

 

გია ხუხაშვილი “პრაიმტაიმტან” საუბრისას აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ლიდერების დღევანდელი განცხადებების მოსმენის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ გუშინდელი შეხვედრა საერთოდ არ ყოფილა.

 

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მისი საპრემიერო განცხადების მძევალია და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ესმის მოლაპარაკების აუცილებლობა, ჩიხურ სიტუაციაშია და ხისტი განცხადბები გარდა გამოსავალს ვერ ხედავს.

დაასრულებს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს 6-პუნქტიანი დოკუმენტი - დიალოგის მაგიდა ლიდერების მოლოდინში
2021-03-02დაასრულებს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს 6-პუნქტიანი დოკუმენტი - დიალოგის მაგიდა ლიდერების მოლოდინში

 

“დღეს ისეთი განცხადებები მოვისმინე, თითქოს გუშინდელი შეხვედრა საერთოდ არ ყოფილა. არაფერი არ შეცვლილა. ღარიბაშვილი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმიტომ, რომ ერთის მხრივ მისი გაპრემიერება უკავშირდებოდა კუნთების თამაშს. ის რომ კონსტრუქციული გამხდარიყო, მოლაპარაკებებზე წასულიყო მაშინ დაისმებოდა კითხვა, რატომ წავიდა გახარია საერთოდ. ბუნებრივია ის აღმოჩნდა თავისივე საპრემიერო განაცხადის მძევალი და ამ მძევლობიდან ვერ გამოდის. შეიძლება ესმოდეს, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია, მაგრამ ის არის პოლიტიკურ ჩიხში და სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. შარლ მიშელმაც ვერ გვიშველა.”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

ხუხაშვილი პრემიერ “წითელ ხაზებზე” საუბრის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებას საფუძველი რომ ჰქონოდა 24-საათიანი დუმილი მაინც უნდა შეენარჩუნებინა და პრემიერი მოკლე დროში თავის დამოკიდებულებას რამდენჯერმა არ უნდა იცვლიდეს.

 

“ხელისუფლება ცდილობს პიკეტირებას დააბრალოს, მაგრამ ძალიან ყალბად გამოიყურება. მოლაპარაკება რაზე უნდა შედგეს გამოვიდა ღარიბაშვილი გუშინ და მოლაპარაკებები უნდა შედგეს წითელი ხაზების გარეშეო და გამოვიდა დღეს და წითელ ხაზებზე ილაპარაკა. რა მოლაპარაკებებზე უნდა ვისაუბროთ, ჩემთვის გაუგებარია?!

 

ღარიბაშვილმა ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვალა თავისი დამოკიდებულება. შესაბამისად ნდობა და საფუძველი მოლაპარაკების რა უნდა იყოს?! 24-საათიანი დუმილი მაინც გამოეცხადებინათ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ვინ არის და რა ვიცით შარლ მიშელის შესახებ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა
2021-03-02ვინ არის და რა ვიცით შარლ მიშელის შესახებ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა

 

პოლიტიკურ დიალოგს სკეპტიკურად უყურებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელს შეხვედრაზე უბრალოდ უარი ვერ უთხრეს და გუშინდელი მოლაპარაკებით არც არაფერი არ შეცვლილა.

 

“თუ ამჟამინდელ ვითარებას გავითვალისწინებთ და იმ განცხადებებს რაც დღეს გაკეთდა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, შეგვიძლია მშვიდად ვთქვათ, რომ არც არაფერი არ შეცვლილა. პირიქით, გუშინდელი საღამო, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია დაჯდა სალაპარაკოდ და იყო ინიციატივა მიშელის და მას უარი ვერ უთხრეს, იყო ამოვარდნილი პროცესიდან. გუშინდელ დღეს თუ მოვხსნით, დღევანდელი პროცესი ისე განვითარდა როგორიც იყო გუშინ წინ. სადაც შეწყდა დღეს იქედან დაიწყო განვითარება. უბრალოდ ახლა განცხადებები გაკეთდა, რომ ორივე მხარე ცდილობს, რომ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და თქვას, რომ აი რაღაც წარმატებას მივაღწიეთ. სინამდვილეში რეალობა ასეთია, რომ თავად მიშელმაც გუშინ განცხადება, რომ გააკეთა, მთავარ მიღწევად აღნიშნა ის, რომ პოლიტიკური სპექტრი ყველა თანახმაა დიალოგზე, მაგრამ მას დიალოგი სხვაგვარად ესმის, ისე ესმის, როგორც ზოგადად ადამიანს და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სხვაგვარად ესმის. ოპოზიცია თვლის, რომ დიალოგი ესაა, რომ ხელისუფლება მის მოთხოვნებს დათანხმდება. ხოლო ხელისუფლება თვლის, რომ დიალოგი ეს არის, თუ ოპოზიცია მათ მოთხოვნებს დათანხმდება”, – განაცხადა ძაბირაძემ “პრაიმტაიმთან”.

 

ვახტანბგ ძაბირაძე დღეს ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირებას აკრიტიკებს. მისი თქმით, თუ დიალოგია პიკეტირება არ უნდა იყოს. მისი თქმით, პრობლემა არა მარტო მოლაპარაკების დროს პარლამენტის პიკეტირებაა, არამედ პიკეტირების ხასიათიც, რადგან შეიძლება ოპოზიციას პროტესტი გაეგრძელებინა, მაგრამ არა “ქუჩის გადაკეტვით, ლანძღვა-გინებითა და სამართალდამცავებთან ძიძგილაობით”.

 

“პიკეტირება შეიძლება მნიშვნელოვანი დარღვევა არც ყოფილიყო, თუ პიკეტირება იქნებოდა რაღაცის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ რაც დღეს ვიხილეთ, ეს ზუსტად ის პიკეტირებაა, რაც ადრეც არაერთხელ გვინახავს. ქუჩის გადაკეტვა, ლანძღვა-გინება, სამართალდამცავებთან ძიძგილაობა და ასე შემდეგ. ასეთ პიკეტირებას თუ აპირებ, მაშინ რატომ დიალოგი, ხოლო თუ დიალოგია პიკეტირება არ უნდა იყოს. კი ბატონო გამოეთქვათ პროტესტი, მაგრამ ხასიათი პიკეტირებისა არ შეიცვალა.

 

გუშინვე თქვა ოპოზიციამ, რომ ვაპირებთ იმის გაკეთებას რასაც ვგეგმავდითო, მაგრად დღეს თურმე ხელისუფლებამაც თქვა, არც მელიას გაათავისუფლებს და არც რიგგარეშე არჩევნებზე წავა და მხოლოდ საარჩევნო კოდექსზეა ლაპარაკი. მაშასადამე ამ შეხვედრის შემდეგ თუ არც ოპოზიცია აპირებ თავისი ქმედებების შეცვლას და არც ხელისუფლება, მაშინ რა დიალოგზეა ლაპარაკი, რაზე უნდა ილაპარაკონ რომც შეიკრიბონ. ერთადერთი დადებითი რაც არის არის ის, რომ ფასილიტატორობას მორჩნენ და მოდერაციაზე გადავიდნენ, თუმცა არც ეს არ იქნება საკმარისი. სამწუხაროა ამას რომ ვლაპარაკობ, მაგრამ თუ ჩვენს პარტნიორებს უნდათ, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, არც მოდერატორობის ფუნქცია იქნება საკმარისი, მათ რეალურად მსაჯულის ფუნქცია უნდა აიღონ. ხმამაღლა და საჯაროდ თუ არ იტყვიან, დახურულ შეხვედრებზე უფრო კატეგორიულები უნდა იყვნენ. კი შეიძლება უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და არც ხელისუფლებას უნდა ძალაუფლების დაკარგვა, ორივე იმას მაინც აცნობიერებს რომ თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ იქნება ამ ქვეყანაში იქნება კატასტროფა და ეს კატასტროფა შეეხება ყველას”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

მამუკა არეშიძის თქმით, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ჩიხურ ვითარებაშია. რაგდან მხარეები საზოგადოების ინტერესებს არ ითვალისწინებენ.

 

არეშიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ნგრევის პროცესია, რადგან პოლიტიკოსები და განსაკუთრებით ოპოზიცია, სიმართლის დადგენას არ ცდილობს, არამედ მათი პოზიციაა, რომ “მე მინდა და ასე უნდა იყოს”.

 

მოლაპარაკების 6 პუნქტი - რა შედეგით დასრულდა შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში
2021-03-01მოლაპარაკების 6 პუნქტი - რა შედეგით დასრულდა შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში

 

ექსპერტი თვლის, რომ დღეს დილით ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირება დემონსტრირებაა იმისა, რომ “ისინი თავისას არ მოეშვებიან” დამოლაპარაკებები ვერ შედგება.

 

“თავიდანვე გასაგები იყო, რომ ასეთი შედეგი ექნებოდა ამ ყველაფერს პირველ ეტაპზე, შეიძლება 16-ში რამე შეიცვალოს, როდესაც ბრიუსელშია დაგეგმილი ამის თაობაზე შეხვედრა. მაგრამ როდესაც ამას ვლაპარაკობთ, აუცილებელია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის ხაზგასმა, მხარეებს შეუძლიათ თუ არა რაიმე სახის კომპრომისზე წასვლა. ორივე მხარე არის აბსოლუტურად ჩიხურ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე კომპრომისის შესაძლებლობები არის დასული მინიმუმამდე. ამის გარდა უნდა განვსაზღვროთ მხარეების ამოცანები. ოპოზიციის ამოცანა არ არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება. ოპოზიციის მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების ჩანაცვლება ნებისმიერი გზით. აქედან გამომდინარე ესეც კიდევ უფრო ზღუდავს მოლაპარაკებების საშუალებას.  ხელისუფლება მიდის გარკვეულ კომპრომისზე, ეს დაკავშირებულია რიგ საკითხებთან, მაგრამ მთავარი, რიგგარეშე არჩევნებზე უარს ამბობს. ბუნებრივია ხელისუფლებას ხელისუფლების შენარჩუნება უნდა, თან არ თვლის თავს დამნაშავედ არჩევნების გაყალბების ნაწილში. ესეც ლოგიკურია. მისი დანაშაული არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არ არის. მთავარი ახლა აქ არის საზოგადოების პოზიცია. პოლიტიკური ელიტა საზოგადოების პოზიციას პრაქტიკულად არ ითვალისწინებს, განსაკუთრებით ოპოზიცია. საზოგადოებისთვის მიუღებელია ის ნგრევის პროცესი რასაც ისინი აკვირდებიან. აქ არ არის სიმართლის დადგენაზე ლაპარაკი. ეს არის ნგრევის პროცესი. მე მინდა და ასე უნდა იყოს.

 

პიკეტირება დემონსტრირებაა იმისა, რომ ისინი თავისას არ მოეშვებიან. მოლაპარაკებები იმ პოზიციების გათვალისწინებით, რომელიც აქვთ მხარეებს, ვერ შედგება ეს ღიად უნდა ითქვას. მხარეები კომპრომისზე არ მიდიან, განსაკუთრებით ოპოზიცია, მოლაპარაკებები ვერ შედგება”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “პრაიმტაიმთან”.

 

ავტორი: Prime Time

X