14:10 | 2020-03-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველოს არც ერთი მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება – სოზარ სუბარი

საქართველოს არც ერთი მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება – სოზარ სუბარი

„ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთი მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება“,- ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრის მრჩეველმა, სოზარ სუაბრმა განაცხადა.

 

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობა იქამდე არ გამოცხადდება,  თუ იქ საგანგაშო ვითარება არ გამოვლინდა.

 

„ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგაშო ვითარება. საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ უკვე მივედით იმ ეტაპზე“, – განაცხადა სუბარმა.

 

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 73 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე განკურნებულია 10 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

 

24 მარტს, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს.

 

ასევე დასახელდა სოფელი, სადაც მარნეულელი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი წლისთავში იმყოფებოდა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კორონავირუსისპრევენციაზე:

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ნახეთრა (არ) შეიზღუდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

 

ასევე საინტერესოა: სპეცრეისების ფრენების განრიგი

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X