
მსახიობი ეკა ჩხეიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” მძიმე ავარიასა და გათხოვების ისტორიას იხსენებს.
ეკა ჩხეიძის თქმით, გათხოვებაზე არასდროს უფიქრია, თუმცა მას შემდეგ რაც ავარია მოუვიდა ერთ-ერთმა მეგობარმა მამაკაცმა დაიწყო მოკითხვა და მასზე ზრუნვა. ამ ყველაფერმა კი ისინი ისე დააკავშირა, რომ დაოჯახდნენ.
„მეგობარმა დაიწყო მოკითხვა, იმდენი მომიარა, იმდენი გადამყვა, რომ ბოლოს მითხრა, ცოლად გამომყევიო…
ჩემი კლასელის ძმა იყო და ვიცნობდი ბავშვობიდან, ოღონდ სერიოზულად არ აღიქმებოდა ეს, ყველაზე ვიფიქრებდი, ოღონდ მასზე არა. ამ ავარიამ სრულიად შეცვალა ჩვენი ურთიერთობა, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და გადაწყვიტა ჩვენი ბედი. 20 წელი ვიცხოვრეთ ერთად და გვყავს ორი შვილი…“- ამბობს მსახიობი ეკა ჩხეიძე.






















