
მომღერალმა ნინი შერმადინმა დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„დედის დღეს გილოცავ დე. მაქედან ილოცე ჩემთვის ჩემო რბილო და ლამაზო. მადლობა ყველაფრისთვის… იმაზე მეტად მყვარებიხარ, ვიდრე მე და შენ გვეგონა. ძალიან მენატრები ხომ იცი ისედაც”, – წერს შერმადინი.
ცნობისთვის, მომღერალს მშობლები 2020 წელს კორონავირუსით გარდაეცვალა.























