14:09 | 2021-03-04 ავტორი: Prime Time

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ, დღეს, 4 მარტს, მარნეულის  მუნიციპალიტეტის მერიის წინ კომპანია “Akelik Group”-ის თანამშრომლების მიერ,  ხელფასების მოთხოვნის მიზნით აქციის გამართვას და უპირველესად   საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ  ქალაქ მარნეულში წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების მშენებლობასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულეაში მუნიციპალიტეტის მერია არ წარმოადგენს მხარეს.

პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე ადგილობრივი  მოსახლეობის, – კომპანიაში დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ მნიშვნელოვნად მიიჩნია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში,  ეშუამდგომლა კომპანიასა და იქ დასაქმებულ მოქალაქებს შორის, წამოჭრილი პრობლემის  ეფექტიანად გადაჭრის მიზნით.

 

ასევე, საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით მარნეულის მერიის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ დასაქმებულებს და პირადად მოისმინეს დამსაქმებლის მიმართ მათი პრეტენზიები;

მუნიციპალიტეტის მერიამ, მყისიერად უზრუნველყო კოორდინაციის რეჟიმში,  პროექტის განხორციელების საკითხში ჩართულ  სახელმწიფო და კერძო უყებების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, რომლის თანახმადაც,  კომპანიაში დასაქმებულებს განემარტათ, რომ “Akelik Group”, უახლოეს დღეებში  უზრნველყოფს, საკუთარი ვალდებულების ფარგლებში  სახელფასო დავალიანების დაფარვას.

შეგახსენებთ, რომ  მარნეულში წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) სრულიად ახალი, თანამედროვე სისტემების  მშენებლობის  სამუშაოებს  კომპანია “Akelik Group”   აწარმოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(R)

ავტორი: Prime Time

X