
გუდაუთაში ცნობილი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ახრა გეზერდავა მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს.
გეზერდავას მკვლელობის მოტივად ორი ადგილობრივი გოგონას ნარკოტიკების მოხმარებაში ჩათრევა სახელდება.
AMRA-life წერს, რომ ერთ-ერთი გოგონას ნათესავებმა (გვარად არძინბა) გადაწყვიტეს შურისძიება.
კრიმინალური „ავტორიტეტის“ მკვლელობა მოხდა 3 მარტს, 05:30 საათზე ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში.






















