20:02 | 2021-03-04 ავტორი: Prime Time

კოვიდინფიცირება „სამუდამოდ“?! – ამერიკელმა ექიმებმა პირველი შემთხვევები დააფიქსირეს

კოვიდინფიცირება „სამუდამოდ“?! – ამერიკელმა ექიმებმა პირველი შემთხვევები დააფიქსირეს

ამერიკელმა ექიმებმა დააფიქსირეს კორონავირუსით ე.წ. „სამუდამო“ ინფიცირების პირველი შემთხვევები, როცა პაციენტის ორგანიზმში ვირუსი ნახევარ წელზე მეტხანს დარჩა. ამის შესახებ იმ კვლევის შედეგებშია ნათქვამის, რომლის თაობაზეც სტატია პორტალზე medRxiv ქვეყნდება.

 

ირკვევა, რომ ლეიკემიით დაავადებული სამი პაციენტის ორგანიზმში კორონავირუსით ინფიცირება 6 თვეზე დიდხანს გაგრძელდა.

 

ექიმები ირწმუნებიან, რომ ადამიანები სუსტი იმუნიტეტით მეტად მოწყვლადები არიან CoViD-19-ის მიმართ.

 

„მათ ორგანიზმში ვირუსის ასეთი ხანგრძლივი არსებობა ზრდის ალბათობას, რომ CoViD-19-ს, ახალი მუტაციების წყალობით, ანტისხეულები ვერ ერება“ – დააზუსტეს სპეციალისტებმა.

 

ასეთი პაციენტები არიან რისკის ქვეშ, რომ ისინი, შესაძლოა, კიდევ არაერთხელ დაინფიცირდნენ კორონავირუსით და სწორედ ამიტომაც ვერ ხერხდებოდა მათი განკურნება ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ავტორი: Prime Time

X