
27 წლის ახალზელანდიელ მამაკაცს კრაისტჩერჩში (ქალაქი ახალ ზელანდიაში) მდებარე ორ მეჩეთზე მუქარის გამო 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ Arab News-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცმა კრაისტჩერჩში მდებარე ორი მეჩეთის მიმართ, რომლებიც ადრე ტერორისტული თავდასხმების სამიზნე გახდა, სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი ტექსტი გამოაქვეყნა.
მამაკაცს ბრალი მკვლელობის მუქარაში ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
„ნებისმიერი მუქარა ჩვენი საზოგადოებისა და ხალხის წინაშე არ იქნება უპასუხოდ დატოვებული“,- განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციელმა, ჯონ პრაისმა.






















