13:11 | 2021-03-05 ავტორი: Prime Time

მეცნიერები: უნდა მოვემზადოთ შინაური ცხოველების კოვიდ-ვაქცინაციისთვის

მეცნიერები: უნდა მოვემზადოთ შინაური ცხოველების კოვიდ-ვაქცინაციისთვის

მკვლევარების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ კატებს და ძაღლებს შესაძლოა დასჭირდეთ საკუთარი COVID-19 ვაქცინა, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის შემდგომი განვითარება და ახალი შტამის სახით უკან, ადამიანებზე გადაცემა.

 

ამის შესახებ იუწყება რამდენიმე სამეცნიერო გამოცემა, მათ შორის Live Science.

 

ცნობილია, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19- ს, ადამიანის გარდა არაერთ ცხოველს აინფიცირებს, მათ შორისაა კატები, ძაღლები, მაიმუნები და ვეფხვები.

 

ამასთან, ამ დროისთვის, მეცნიერები არ თვლიან, რომ ცხოველები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანებში ვირუსის გავრცელებაში, რამეთუ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, შინაურ ცხოველებში COVID19-ის შესახებ ინფორმაცია იშვიათია.

 

მიუხედავად ამისა, ახალი სამეცნიერო სტატიის ავტორები, რომელიც 25 იანვარს გამოქვეყნდა ჟურნალ Virulence-ში, ამბობენ, რომ ამ ცხოველების რეზერვუარებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, რადგან ამ სახეობებში არსებობს ვირუსის ხალხზე განვითარების პოტენციალი.

 

„რისკი არის ის, რომ სანამ ეს რეზერვუარებია, ვირუსი იწყებს გადასვლას ცხოველიდან ცხოველზე და შემდეგ ხდება ცხოველური, სპეციფიკური შტამების განვითარება”, – ამბობს კევინ ტაილერი, Virulence-ის მთავარი რედაქტორი – „შემდეგ, ეს ცხოველური შტამები შეიძლება დაუბრუნდეს ადამიანთა პოპულაციას“, – აცხადებს ტაილერი.

 

ამასთან, სტატიის ავტორები არ ითხოვენ ძაღლების და კატების დაუყოვნებლივ ვაქცინაციას COVID19- ის წინააღმდეგ, მაგრამ გამოთქვამენ იდეას, რომელიც შესაბამისმა ორგანოებმა სამომავლოდ აუცილებლად უნდა განიხილონ.

 

„მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ კატებზე (ან ძაღლებში) შემდგომ გადაცემას და საჭირო არ არის, რომ პატრონებმა განიხილონ ვაქცინაცია ახლა [მათი შინაური ცხოველების], მაგრამ ამისათვის მზად უნდა ვიყოთ გარკვეულ ეტაპზე “, – განუცხადა ტაილერმა Live Science- ს.

ავტორი: Prime Time

X