
ცნობილი ქართველი ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ყავის მოყვარულებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
რა სარგებელი აქვს ყავის მოხმარებას, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ორგანიზმს და რამდენი ჭიქა ყავა შეიძლება მიირთვას ადამიანმა ერთ დღეში, ყველა ამ კითქვაზე გიორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“თუ დღე-ღამეში სვამ სამ-ოთხ ჭიქა, გილოცავ, მოიხმარ იმდენს რამდენიც დაშვებულია და საზიანო არ არის ის სასარგებლოა. 2014-ში დააჯამეს ძალიან ბევრი კვლევა და დადგინდა, რომ თუ სვამ დღეში 400 მგ-მდე, ყავა 16%-ით ამცირებს სიკვდილიანობას”, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.






















