01:24 | 2021-03-09 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ტყიდან ტირილის ხმა შემოესმა…. გაიქცა და იქ ახალი დაბადებული, სუფთად გახვეული ბავშვი იპოვა – როგორ განვითარდა ნახშირღელეს ტყეში ნაპოვნი ახალშობილის ცხოვრება, რომელიც დღეს 41 წლისაა

ტყიდან ტირილის ხმა შემოესმა…. გაიქცა და იქ ახალი დაბადებული, სუფთად გახვეული ბავშვი იპოვა – როგორ განვითარდა ნახშირღელეს ტყეში ნაპოვნი ახალშობილის ცხოვრება, რომელიც დღეს 41 წლისაა

ცხოვრებაში უამრავი დამთხვევა ხდება და ხშირად ისეთი საოცარი ამბავი შეიძლება მოისმინოთ, რომ დაუჯერებლადაც კი მოგეჩვენოთ. თუმცა, გამორიცხული არაფერია და ამჯერად ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც შესაძლოა, გაგონილი გქონდათ, მაგრამ მისი ფინალი არ იცოდეთ.

 

ამბავი დასავლეთ საქართველოში, თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელეს გადასახვევთან დაიწყო.

 

თამარ ლობაჟანიძე:

 

– ჩემი დიდედა სოფლის შარაზე ფეხით მოდიოდა, როდესაც იქვე, ტყიდან ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა. ბებო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხანდაზმული იყო, ხმის მიმართულებით გაიქცა და იქ ახალი დაბადებული, სუფთად გახვეული ბავშვი იპოვა, რომელსაც ტყის ღორები გარშემო უტრიალებდნენ.

 

დიდედამ ბავშვს მიუსწრო, უვნებლად გამოიყვანა და ვინაიდან სოფლამდე საკმაო მანძილი იყო, ისევ გზატკეცილზე გამოვიდა, დახმარების მიზნით, ყველა გამვლელ მანქანას ხელს უქნევდა და გაჩერებას სთხოვდა. მართლაც გაჩერდა ერთი ღვთისნიერი, მოუბოდიშა, რომ ადგილი მანქანაში არ ჰქონდა და ვერ დაეხმარებოდა. ბებომ აუხსნა სიტუაცია და დახმარება სთხოვა. მძღოლმა ბავშვი გამოართვა ისე, რომ ბებომ არც კი იცოდა, გოგო იყო თუ ბიჭი და ქალაქში წაიყვანა, საიდანაც მილიციის თანხლებით დაბრუნდა, მეუღლით. ბებოს ახსნა განმარტება ჩამოართვეს, ხოლო ბავშვი შვილად სწორედ იმ მძღოლმა წაიყვანა, რომელსაც თურმე დიდი ხნის მანძილზე შვილი არ ჰყოლია.

 

ეს ამბავი სადღაც 1977-1979 წლებში მოხდა. გამიხარდებოდა, რომ გამეგო, თუ როგორაა ის ბავშვი დღეს.

 

ქალბატონმა თამარმა ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გაავრცელა და სულ მალე მას ქალბატონი შეეხმიანა, ვინც ნაპოვნი ბავშვის ამბავი დაწვრილებით იცოდა:

იზი:

 

– ვიცი ეს ამბავი. გოგონა თეთრი მანქანით წამოიყვანეს. ნინო ასლამაზაშვილი – ასეთია გამზრდელი მშობლების მიერ მიცემული, მისი სახელი და გვარი. ის ბავშვი ახლა უკვე 41 წლისაა. გოგოა და გათხოვილია. ჰყავს სამი შვილი. როგორც ვიცი, მის მეუღლეს შესთავაზეს სამუშაო და ოჯახით წავიდნენ 5 წლის წინ. მის მერე კონტაქტი დავკარგეთ. მისმა გამზრდელმა მშობლებმა არა, ბებიამ უთხრა სიმართლე. მართლა ასე იყო. მართლა მიპოვა ვიღაც ქალმა და მერე მამამ წამომიყვანაო, – თავად ჰყვებოდა. საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში ცხოვრობს. საქართველოში აღარ ჩამოსულან, დიდი ხანია.

 

მანამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ერთი სკოლა დავამთავრეთ და ვმეგობრობდით. რომ გათხოვდა ნინო, თბილისში უყიდეს ბინა. იქ ცხოვრობდნენ და მუშაობდენენ. ნინო და მისი ქმარი ტურისტულ კომპანიაში იყვნენ. თავიდან არ უნდოდა დედ-მამას, მისი ამბის გამხელა, მაგრამ რადგან ბებიას ნათქვამი ჰქონდა, უკვე სხვა გზა აღარ იყო და ყველაფერს მოუყვნენ. ტიროდა – ტალახში ამოსვრილი ვუპოვივარ მოხუც ბებიას, შემთხვევითო.

 

მათი პირველი მანქანა თეთრი იყო. წლები ეზოში ეყენათ, არ აგდებდნენ. ბავშვები ვთამაშობდით ხოლმე, იმ მანქანაში. სახლი რომ გაყიდეს, ის მანქანა ახალმა მეპატრონემ ჯართში ჩააბარა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X