
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მაია ნადირაძე ოპოზიციას ბრძოლის მეთოდებს უწუნებს და გუგლის მოშველიებას ურჩევს.
„ოპოზიციავ, სანამ გამარჯვების ყიჟინას დაჰკრავთ, იმედია იცით, რომ ამ საქმეს რუსთაველზე სამსაათიანი მიტინგი და თანაც იმ კვირაში ვერაფერს დააკლებს!
გუშინ და გუშინწინ როგორც ირჯებოდით, არც ეგ დაამტვრევს კრამიტებს. “მეტი რა ვქნათ”-ს სანამ “გააჟღერებთ” და არაფერი სხვა გეგმაში არ გაქვთ, დაგუგლეთ მაინც ეს ოხერი“, – წერს მაია ნადირაძე „ფეისბუქში“.
პოსტს ნადირაძის რამდენიმე ფბ-მეგობარი გამოეხმაურა. მათ შორის იკითხეს, რატომ ვერ აცნობიერებს ამას ოპოზიცია, რომლებიც წარსულში თავად იყო ხელისუფლებაში და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის, მაგალითად – ბოკერია, უგულავა, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი.
„მე ენმ- ზე ვიკითხე. ეგენი იქ არ არიან ვისაც ხალხის მხარდაჭერა აქვს. ამიტომ ჯერ ყოჩობისთვის ირჯებიან“, – დაწერა საპასუხო კომენტარში მაია ნადირაძემ.






















