
დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. დაპირისპირების შედეგად ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადავარდნენ. დაშავებულია “ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და რუსთავი 2 ის ოპერატორი დათო კონჯარია. მედიის წარმომადგენლების გარდა მოაჯირიდან გადავარდნენ მოქალაქეები და ამ დროისთვის 10 პირია დაშავებული.
ჭყონდიდის ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა,რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ და პასუხის მოლოდინში არიან.
ახალმა მიტროპოლიმმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა,სადაც ახსნილია დეტალურად,თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.
ნახეთ ვიდეო ↓
მიტროპოლოტის განცხადებით, დიაკვნებს მღვდელმსახურება მას შემდეგ აღუდგებათ, რაც ისინი საჯაროდ მოინანიებენ მათ საქციელს.
ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის კრება მიმდინარეობს,რომელსაც მიტროპოლიტი სტეფანე ატარებს.
სასულიერო პირთა შეკრება მედიისთვის დახურულია.
ავტორი: თეა შონია






















