21:52 | 2021-03-08 ავტორი: Prime Time

მეუფემ ჟურნალისტი პროვოკაციაში დაადანაშაულა და იქვე უგალობა – ნახეთ ვიდეო

მეუფემ ჟურნალისტი პროვოკაციაში დაადანაშაულა და იქვე უგალობა – ნახეთ ვიდეო

დღეს 8 მარტს, დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. დაპირისპირების შედეგად ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადავარდნენ. დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და რუსთავი 2 ის ოპერატორი დათო კონჯარია.

 

ერთ-ერთმა მეუფემ ჟურნალისტი პროვოკაციაში დაადანაშაულა და იქვე უგალობა კიდეც.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ და პასუხის მოლოდინში არიან.

 

ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა,სადაც ახსნილია დეტალურად,თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.

ავტორი: Prime Time

X