10:01 | 2021-03-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბაია პატარაია: გუშინ 11 ქალაქში ქალების ორგანიზებული აქციები გაიმართა და მაინც კაბიანმა კაცებმა გადაგვასწრეს ნიუსებში

ბაია პატარაია: გუშინ 11 ქალაქში ქალების ორგანიზებული აქციები გაიმართა და მაინც კაბიანმა კაცებმა გადაგვასწრეს ნიუსებში

გუშინ 11 ქალაქში ქალების ორგანიზებული აქციები გაიმართა და ნიუსებში მაინც კაბიანმა კაცებმა გადაგვასწრეს, – ამ შინაარსის პოსტს ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

მძიმე კადრები მარტვილში მომხდარი ინციდენტიდან - სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო ვრცელდება
2021-03-08მძიმე კადრები მარტვილში მომხდარი ინციდენტიდან - სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო ვრცელდება

 

„გუშინ 8 მარტი იყო, ქალების ორგანიზებული აქციები 11 ქალაქში გაიმართა შინაარსიანი, საქმიანი მოთხოვნებით. ნიუსებში კი მაინც კაბიანმა კაცებმა გადაგვასწრეს, რადგან ხალხი აივნიდან გადაყარეს.

 

აი, ასე გამოიყურება დღეს all-male კაცების სამყარო და არ მოგბეზრდათ? მართლა გგონიათ, რომ მხოლოდ კაცებს რამე ნორმალურის გაკეთება შეუძლიათ ამ ქვეყანაში?“, – წერს პატარაია.

 

ცნობისთვის, 8 მარტს დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. შედეგად, ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადაცვივდნენ. დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და „რუსთავი 2“-ის ის ოპერატორი დათო კონჯარია.

 

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს - საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
2021-03-08ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს - საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

 

ჭყონდიდის ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ და პასუხის მოლოდინში არიან.

 

ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა,სადაც ახსნილია დეტალურად, თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X