11:43 | 2021-03-09 ავტორი: Prime Time

10 პრობლემა, რაც პირსინგმა შეიძლება გამოიწვიოს – ექიმი ზაზა თელია მოსალოდნელი გართულებების შესახებ გვაფრთხილებს

10 პრობლემა, რაც პირსინგმა შეიძლება გამოიწვიოს – ექიმი ზაზა თელია მოსალოდნელი გართულებების შესახებ გვაფრთხილებს

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პირსინგისა და მისგან გამოწვეული გართულებების შესახებ წერს.

 

ზაზა თელია ასახელებს 10 სავარაუდო პრობლემას, რაც პირსინგმა შეიძლება გამოიწვიოს.

2021-02-20"ამოვიდა ყელში შარლატანობა" - ექიმი ზაზა თელია ყალბ სამკურნალო პრეპარატებს ასახელებს

 

 

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხეულის პირსინგი ძალზედ პოპულარული გახდა, თუმცა არსებობს რიგი რისკები და გართულებები რის შესახებაც აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს სარწმუნო ინფორმაცია, სანამ გადაწყვეტს მის გაკეთებას. იცოდეს რისკები.

 

პირსინგის პოპულარული ადგილები: ენა, ტუჩი, ცხვირი, წარბი, ძუძუს თავი, ჭიპი და გენიტალიები.
პირსინგის გართულებები:

 

1. ლოკალური (ადგილობრივი) ინფექცია;

 

2. სისტემური ინფექცია (ჰეპატიტები, HIV, ჰერპესი და ა.შ)

 

3. ცუდი კოსმეტიკური შედეგი;

 

4. უცხო სხეულის უარყოფა;

 

5. შეშუპება და კბილის მოტეხილობა ხშირია ენის პირსინგის შემდგომ;

 

6. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;

 

7. ნაწიბურის (კელოიდის) განვითარება;

 

8. ყურის ნიჟარის (კარტილაჟის) გახვრეტა ასოცირდება ზოგიერთ სერიოზულ ინფექციასთან (Auricular Perichondritis) და დამახინჯებასთან.

 

9. ჭიპის, ძუძუს თავის და გენიტალიების პირსინგებს სჭირდება ხანგრძლივი დრო შეხორცებისათვის.”, – წერს ზაზა თელია.

ავტორი: Prime Time

X