10:30 | 2021-03-09 ავტორი: Prime Time

ციდან კაცები დაგვაბერტყეს ქალთა დღეს და ჟურნალისტი მეუფეს დასდევდა, ძირნაყარი არ უნდოდა, როგორც ჩანს – ნათია ფანჯიკიძე

ციდან კაცები დაგვაბერტყეს ქალთა დღეს და ჟურნალისტი მეუფეს დასდევდა, ძირნაყარი არ უნდოდა, როგორც ჩანს – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში სახუმარო პოსტით ეხმიანება.

 

“ციდან კაცები დაგვაბერტყეს ქალთა დღეს და ჟურნალისტი გოგო მაინც მეუფეს დასდევდა. ძირნაყარი არ უნდოდა, როგორც ჩანს”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

მძიმე კადრები მარტვილში მომხდარი ინციდენტიდან - სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო ვრცელდება
2021-03-08მძიმე კადრები მარტვილში მომხდარი ინციდენტიდან - სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო ვრცელდება

 

 

ცნობისთვის, 8 მარტს დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. შედეგად, ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადაცვივდნენ.

 

დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და „რუსთავი 2“-ის ის ოპერატორი დათო კონჯარია.

 

ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

 

ეპარქიასთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მეუფე სტეფანეს გაშვება და მეუფე პეტრე ცაავას დაბრუნება მოითხოვეს.

 

ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა, სადაც ახსნილია დეტალურად, თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.

 

ავტორი: Prime Time

X