12:44 | 2021-03-09 ავტორი: Prime Time

უნდა გვეშინოდეს თუ არა Moderna-ს ვაქცინის გვერდით ეფექტების – აი, რას ამბობენ ექიმები

უნდა გვეშინოდეს თუ არა Moderna-ს ვაქცინის გვერდით ეფექტების – აი, რას ამბობენ ექიმები

Moderna-ს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ადამიანთა ნაწილს გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ Insider-ი ავრცელებს.

 

კერძოდ, ადამიანთა ნაწილს ვაქცინაციის შემდეგ სხეულზე წითელი გამონაყარი აღენიშნებოდათ.

 

კალიფორნიაში მცხოვრებმა, ამელია ბრაუნმა Moderna-ს კორონავირუსის ვაქცინა 11 იანვარს გაიკეთა. ერთი კვირის შემდეგ ამელიას ის მკლავი ასტკივდა, სადაც მან ვაქცინა გაიკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ მას საშინელი ქავილი დაეწყო და ხელის ზედა ნაწილი მთლიანად გაუწითლდა. ამელიას გამონაყარი აღენიშნებოდა.

 

ჯანმო ჯანდაცვის სისტემებს მავნე პროდუქტებზე გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს
2021-03-09ჯანმო ჯანდაცვის სისტემებს მავნე პროდუქტებზე გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს

 

New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსგავსი რეაქცია Moderna-ს კლინიკური კვლევების მესამე ეტაპზე, კვლევაში მონაწილე ადამიანების 1%-ს გამოუვლინდა.

 

„ასეთი გამონაყარი უვნებელია. ის 24 საათის ან ერთი კვირის შემდეგ თავისით ქრება“,- ამბობს მასაჩუსეტსის დერმატოლოგიის ცენტრის დირექტორი, ესთერ ფრიმანი.

 

მისივე თქმით, 27 იანვრის მონაცემებით, მსგავსი გვერდითი ეფექტები ვაქცინაციის შემდეგ მხოლოდ 14 ადამიანს განუვითარდა.

 

„გვინდა ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ეს საკმაოდ ნაცნობი ფენომენია. პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა ფრიმანმა.

 

კალიფორნიაში მცხოვრებ ამელია ბრაუნს გამონაყარი ერთი კვირის შემდეგ მთლიანად გაუქრა. მან Moderna-ს კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა ერთი თვის შემდეგ გაიკეთა.

 

„ამაში საშიში არაფერია. უბრალოდ დაიდეთ ყინული გაწითლებულ ადგილას. დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, ამოძრავეთ მკლავი. გამონაყარი თავისით გაივლის“,- ამბობს სან ფერნანდოში მცხოვრები იმუნოლოგი, პრავეენ ბუდიგა.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გვერდითი ეფექტები აღინიშნება გრიპისა და სხვა ინფექციების საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის დროსაც.

ავტორი: Prime Time

X