12:43 | 2021-03-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დაკავებულია გარდაცვლილი ჩვილის მამა – ძალადობა ოჯახში

დაკავებულია გარდაცვლილი ჩვილის მამა – ძალადობა ოჯახში

კახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 35 წლის კაცი დააკავეს. სავარაუდოდ, მშობლების ჩხუბი გახდა 8 თვის ჩვილის გარდაცვალების მიზეზი.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

 

რას ამბობენ მეზობლები ↓

 

 

„მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

გურჯაანში, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის დროს 8 თვის ბავშვი დაიღუპა
2021-03-09გურჯაანში, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის დროს 8 თვის ბავშვი დაიღუპა

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X