
გურჯაანში 8 თვის ბავშვის გარდაცვალების ტრაგიკულ ამბავს, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ცოლის ცემისას კაცს 8 თვის ბავშვი შემოაკვდა, რომელიც დედას ხელში ეჭირა – საქართველო, 2021.
პ.ს. შემოაკვდა რა… მოკლა.
ძვირფასო ქალებო და გოგოებო, საერთოდ ნუ გათხოვდებით, თუ თავის რჩენა და დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ გაქვთ, რომ ვიღაც მანიაკის ტყვეობაში არ აღმოჩნდეთ მთელი ცხოვრებით გამწარებულები. არ ღირს, მართლა არ ღირს ამდენ ტანჯვად არაფერი.”, – წერს ბაია პატარაია.
ცნობისთვის, გურჯაანში 8 თვის ჩვილი გარდაცვლილი ნახეს. ბავშვი, სავარაუდოდ, ასფიქსიით არის გარდაცვლილი.
ჩვილის ცხედარი, ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის საექსპერტო ბიუროშია გადასვენებული და მას ამ წუთებში შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გურჯაანის პოლიციის სამმართველოში, გარდაცვლილის მამა იმყოფება, რომელთანაც სამართალდამცავები საგამოძიებო- ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ.
მეზობლების ინფორმაციით, ბავშვის მშობლებს შორის, ხშირად იყო კონფლიქტი, რასაც შესაძლოა ჩვილის გარდაცვალება მოჰყოლოდა.






















