14:00 | 2021-03-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ არის 8 ქალი, რომელიც პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

ვინ არის 8 ქალი, რომელიც პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა.

 

თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდნენ:

 

ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელიშვილი (სიკვდილის შემდეგ) – ქართული ეროვნული საგანძურის კვლევასა და მის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

 

 

საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი – ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

 

ქალებო და გოგოებო, საერთოდ ნუ გათხოვდებით, თუ თავის რჩენის და დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ გაქვთ - ბაია პატარაია
2021-03-09ქალებო და გოგოებო, საერთოდ ნუ გათხოვდებით, თუ თავის რჩენის და დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ გაქვთ - ბაია პატარაია

 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძექართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

 

 

მსახიობი ნათელა მაჭავარიანი – ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

 

 

ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი – ქართული სამხატვრო ხელოვნების კვლევასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;

 

უნდა გვეშინოდეს თუ არა Moderna-ს ვაქცინის გვერდით ეფექტების - აი, რას ამბობენ ექიმები
2021-03-09უნდა გვეშინოდეს თუ არა Moderna-ს ვაქცინის გვერდით ეფექტების - აი, რას ამბობენ ექიმები

 

რეჟისორი ქეთევან (ქეთი) დოლიძე – ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.;

 

 

ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნოს მრჩეველი მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციების შეფასების საკითხებში რუსუდან მირზიკაშვილი – ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და საუკეთესოდ წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;

 

 

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან წურწუმია – ქართული მრავალხმიანი მუსიკის კვლევაში, საზღვარგარეთ ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და საქართველოში მსოფლიო მრავალხმიანი მუსიკის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X