16:13 | 2021-03-09 ავტორი: Prime Time

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: ვიბრძოლებთ ყველანაირი იმ ბინძური წესებით, როგორც სასამართლო გვებრძვის

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: ვიბრძოლებთ ყველანაირი იმ ბინძური წესებით, როგორც სასამართლო გვებრძვის

„ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ არის სამართალი, ჩვენ ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ“,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

 

ადვოკატი გადაწყვეტილების გამო, ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს.

 

რას ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი ↓

 

 

„ვიბრძოლებთ ყველანაირი იმ ბინძური წესებით, როგორი ბინძური წესებითაც სასამართლო გვებრძვის, ეს არის ჩამოშლილი ქვეყანა, სამართლებრივად ჩამოშლილი დამპალი ქვეყანა, სადაც სამართალმა ვერ გაიმარჯვა. ბიძინა სტურუა არის უბინძურეს წუმპეში ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს.

 

ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ არის სამართალი, ჩვენ ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, სამართლებრივად ხომ ვიბრძოლებთ, შეიძლება გავიდეთ ქუჩაში და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება“,- განაცხადა ლელა გოგოლაძემ.

 

16-16 წელი! - განაჩენი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
2021-03-0916-16 წელი! - განაჩენი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

 

 

ავტორი: Prime Time

X