17:01 | 2021-03-10 ავტორი: Prime Time

ინციდენტის შემდეგ ნაპოვნია სპორტული ზედა – ჭყონდიდის ეპარქია განცხადებას და ფოტოს ავრცელებს

ინციდენტის შემდეგ ნაპოვნია სპორტული ზედა – ჭყონდიდის ეპარქია განცხადებას და ფოტოს ავრცელებს

“ჭყონდიდის ეპარქია” ოფიციალურ facebook-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

“მარტვილის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აივანთან ნაპოვნია სპორტული ზედა. მფლობელს ვთხოვთ გამოგვეხმაუროს”, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

 

ცნობისთვის, 8 მარტს დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. შედეგად, ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადაცვივდნენ.

 

დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და „რუსთავი 2“-ის ის ოპერატორი დათო კონჯარია.

 

ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

 

ეპარქიასთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მეუფე სტეფანეს გაშვება და მეუფე პეტრე ცაავას დაბრუნება მოითხოვეს.

 

ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა, სადაც ახსნილია დეტალურად, თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.

May be an image of ტექსტი, რომელიც შეიცავს 'Supreme'

ავტორი: Prime Time

X